ჩაკვეტაძემ ივარჯიშა - "გენტი" ჩემპიონთა ლიგის კარიბჭესთან

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ხვალ "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრისადმი ინტერესი უდიდესია. ბელგიური პრესა დეტალურად აშუქებს გუნდის მომზადებას. ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ კი გულშემატკივრები ოპტიმისტურად განაწყო.

უკვე გამოცხადდა წინასამატჩო განაცხადი, რომელშიც ჩაკვეტაძე არ არის, თუმცა შეიყვანეს ნახევარმცველი სვენ კუმსი, რომლის შესახებ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ ითამაშებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მწყობრში ჩადგა. ასე რომ,
არაა გამორიცხული, ჩაკვეტაძეც ვიხილოთ საბოლოო განაცხადში.

დე დეკერმა განაცხადა, რომ "დინამო" მათ წინა მეტოქეზე, "რაპიდზე" გაცილებით ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა კიევში 29 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩაკვეტაძე სრულად უნდა გამოჯამრთელდეს აჩქარება არ ივარგებს,მერე შრომა უნდა გააგრძელოს.
ziko
25 სექტემბერი 2020 12:23
0
"ზასტაველი" 1000000% ხარ ძმა, ერთს დავამატებ, ჩვენ მხოლოდ მათი ჩინებული თამაშით დავტკბეთ ჯობია ვიდრე გავაკრიტიკოთ. ღმერთმა ერსენე ჯამრთელად გვიმყოფოს და თამაშს რომ ორივე მაგრად ალამაზებს ამაში ალბათ არავინ არ შემეწინააღმდეგება. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
23 სექტემბერი 2020 12:41
0
დავითაშვილი ინფიცირებულია და დიდი ალბათობით ბელორუსთან ვერ ითამაშებს.შეტევის მარჯვენა ფლანგზე ლოკომოტიველი კირკიტაძე ივარგებს.სისწრაფე და ტექნიკა ბევრზე უკეთესი აქვს. გამოცდილება ბოლო ორ თამაშში მაგან რომ მიიღო,ისეთი უნდა.მაგრამ ვაისი,ვაისი...
ნუკრი
23 სექტემბერი 2020 12:22
2
2 თამაშიანი გამოცდილება არ გაიშვა. ისე კი წარმატებები კირკიტაძეს. ერთი დაიმახსოვრეთ კლასი არ განისაზღვრება ერთხელ გატანილი მაგარი გოლით ან ერთხელ ნათამაშები მაგარი თამაშით. სტაბილურობა სჭირდება ამ ამბავს,ვაისი არაფერშუაშია
:-)
24 სექტემბერი 2020 15:51
0
ორივეს შეფასებაში ობიექტურები,ფრთხილები იყავით,ორივეს დიდი მომავალი აქვს,ორივე ტალანტია და ერთმანეთზე უკეთესები.
ეს ჯობია,ის ჯობია,ის უფრო ლიდერია,ის ჩამოუარდება და მისთ,მათ ფსაიქიკაზე დადებითად არ იმოქმედებს,ორივეს და მათ შორის ყველა ფეხბურთელებს გაუფრთხილდეთ,მითუმეტეს ვისაც ფეხბურთი არ გვესმის პროფესიონალურ დონეზე,ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არაობიექტური იქნება და საქმეს უფრო დავაზარალებთ ვიდრე წავადგებით.
ზასტაველი
23 სექტემბერი 2020 11:17
0
რა დაიწყეთ ბავშვებივით თუ ვინ სჯობიაა....ორთავე მაგარია ოღონდ თავ-თავის ადგილას ( და არა ისე როგორც ვაისს მოეპრიანება)ერთი ფლანგზე მეორე კი თავდახსმის ცენტრში ....აი მეორე ფლანგი კი მართლაც თავსატეხია იქ შეიძლება ან ოქრი ან დავითაშვილი ან სულ უკეთესი ყაზაიშვილი ...და გაუშვას თავდახსმელად ოქრი იმ კალანჩებს ნაღდად აჯობებს მხოლოდ სიმაღლე აქვთ და მოქნილობა კი ნოლიიი....მაგ ქვილითაიას და კაჭარავას კიდევ ის ლობჯანიძე სჯობს ყაზახეთის ჩემპიონატიდან ...
Auee
23 სექტემბერი 2020 07:53
1
უკრაინელებს ( დინამოს ) გამოაგდებს 29 ში და 8 ში ბელორურესების ჯერი დადგება.
რეალობაში ვხედავ ამ მომენტებს.
აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ ეს ოქროს ბიჭი.
კვარაც საოცარი ბიჭია, .. გენაცვალეთ ბიჭებო იმედის მობრუნებისთვის!
მონავარდე
23 სექტემბერი 2020 07:47
0
ძალიან კარგია,თუ ივარჯიშა.ახლა არა,მაგრამ ნაკრებისათვის უკვე მზად იქნება და ფორმის აკრეფასაც უკეთესს მოასწრებს,ვიდრე აქამდე იყო.
სოსო
22 სექტემბერი 2020 22:12
0
ჯობია თუ არ ითამაშებს. ჯერ 100% ით მზად არ არის. ძალიან გვჭირდება 8-ში. ობიექტურად, რომ შევაფასოთ ხვიჩა ჯერ ლიდერიბისთვის პატარაა და ისედაც მგონია მომავალი 10-12 წელი ჩვენი შეტევის ლიდერი ჩაკვე იქნება.
Lasha_r9
22 სექტემბერი 2020 22:11
9
რას ჰქვია პატარაა. კაცმა ორი თამაში გააკეთა, ესტონეთთან მაგის პასით გავიდა გოლი ხოლო მაკედონიასთან პენატი აიკიდა. მეტი რა უნდა ქნას. თან უფრო დაიხვიწება. თანაც არ დაგავიწყდეს, ჩაკვეტაძეც მაგ ასაკი იყო 2018-ში როცა ლიდერობდა ნაკრებს.

ორივე მაგარია და ორივე ჭირდება ნაკრებს. ჩემი გადმოსახედიდან, ჩაკვე კიდევ უფრო გუნდურ და სწორ ფეხბურთს თამაშობს, ბურთს არ ათრევს ზედმეტად და დროულ პასებს იძლევა. ხვიჩას ძალიან არაორდინალური ტექნიკა და მაგარი პასები აქვს, შეუძლია არაფეისგან შექმნა მომენტი ან გააგდებინოს მოწინააღმდეგე. ორივე ერთად მოედანზე დიდი ძალაა და სავსებით წარმომიდგებია ნაკრებში ორი ლიდერი, როგორც მაგალოთად პორტუგალოას ჰყავდა ოცი წლის წინ ფიგუ და რუი კოშტა ორი ლიდერი. ორივე ერთად ანთებდნენ ცეცხლს
თორემ ცალცალკე გაუჭირდებოდათ
სუბიექტური აზრია
23 სექტემბერი 2020 02:34
0
ჩაკვეს დიდი პატივისცემა, მაგრამ ხვიჩა არაფრითაა მასზე ნაკლები თუ უკეთესი არაა, ასაკში სხვაობაზე ლაპარაკი ზედმეტია...
გუგა
23 სექტემბერი 2020 00:26
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული