"გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ხვალ "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში კიევის "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრისადმი ინტერესი უდიდესია. ბელგიური პრესა დეტალურად აშუქებს გუნდის მომზადებას. ახალი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის ხელმძღვანელობით მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ კი გულშემატკივრები ოპტიმისტურად განაწყო.
უკვე გამოცხადდა წინასამატჩო განაცხადი, რომელშიც ჩაკვეტაძე არ არის, თუმცა შეიყვანეს ნახევარმცველი სვენ კუმსი, რომლის შესახებ დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ ითამაშებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა და მწყობრში ჩადგა. ასე რომ,
არაა გამორიცხული, ჩაკვეტაძეც ვიხილოთ საბოლოო განაცხადში.
დე დეკერმა განაცხადა, რომ "დინამო" მათ წინა მეტოქეზე, "რაპიდზე" გაცილებით ძლიერი და ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვთ.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა კიევში 29 სექტემბერს გაიმართება.
ეს ჯობია,ის ჯობია,ის უფრო ლიდერია,ის ჩამოუარდება და მისთ,მათ ფსაიქიკაზე დადებითად არ იმოქმედებს,ორივეს და მათ შორის ყველა ფეხბურთელებს გაუფრთხილდეთ,მითუმეტეს ვისაც ფეხბურთი არ გვესმის პროფესიონალურ დონეზე,ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არაობიექტური იქნება და საქმეს უფრო დავაზარალებთ ვიდრე წავადგებით.
რეალობაში ვხედავ ამ მომენტებს.
აგერ მე, აგერ თქვენ და აგერ ეს ოქროს ბიჭი.
კვარაც საოცარი ბიჭია, .. გენაცვალეთ ბიჭებო იმედის მობრუნებისთვის!
ორივე მაგარია და ორივე ჭირდება ნაკრებს. ჩემი გადმოსახედიდან, ჩაკვე კიდევ უფრო გუნდურ და სწორ ფეხბურთს თამაშობს, ბურთს არ ათრევს ზედმეტად და დროულ პასებს იძლევა. ხვიჩას ძალიან არაორდინალური ტექნიკა და მაგარი პასები აქვს, შეუძლია არაფეისგან შექმნა მომენტი ან გააგდებინოს მოწინააღმდეგე. ორივე ერთად მოედანზე დიდი ძალაა და სავსებით წარმომიდგებია ნაკრებში ორი ლიდერი, როგორც მაგალოთად პორტუგალოას ჰყავდა ოცი წლის წინ ფიგუ და რუი კოშტა ორი ლიდერი. ორივე ერთად ანთებდნენ ცეცხლს
თორემ ცალცალკე გაუჭირდებოდათ