რუსეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასთან უხეშობისათვის 61-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "სპარტაკის" მცველმა პაველ მასლოვმა და გააძევეს. აღნიშნულ ეპიზოდზე თავისი მოსაზრება მსაჯმა იგორ ფედოტოვმა გამოთქვა.
"30-ე წუთზე ხვიჩამ არბიტრი მოატყუა და მასლოვი გამოიჭირა. ეს პირველი ყვითელი ბარათის მომენტია. ხვიჩა ბრძოლისას შეუძვრა მასლოვს და ხელზე წაჰკრა, ამიტომ მოხვდა მასლოვის ხელი ხვიჩას თავში. ეს კვარაცხელიასა და სლუცკის ეშმაკობაა.
თუმცა მასლოვს ხელი არ დაუხვედრებია. რაც გააკეთა, მაგარია, ამის გამო "ლოკომოტივში" იდაყვებს უნდა იკბენდნენ. სლუცკიმ და ხვიჩამ მოატყუეს მსაჯი. მასლოვი
ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, მაგრამ კვარაცხელიამ საბოლოოდ თავისას მიაღწია - მეურვე გააძევებინა", - განუცხადა ფედოტოვმა "ჩემპიონატს".