ოთარ კაკაბაძე "ტენერიფეში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ "ლუცერნი" დატოვა "ტენერიფეში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კანარის კუნძულების კლუბის საიტი ავრცელებს.

"ტენერიფე" კაკაბაძეს სიხარულით მიესალმა, ფეხბურთელიც ძალიან გახარებულია და კლუბის საიტს კასტილიურად მიმართა:

"ესპანეთში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. "ტენერიფე" შესანიშნავი გუნდია. ფიზიკურად კარგად ვარ მზად. "ლუცერნში" და ნაკრებშიც ვითამაშე. ახალ გუნდს 100%-ით შემიძლია დავეხმარო. მე თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მომეცა".

შეგახსენებთ, ოთარი 2016-2018 წლებში ესპანურ "ხიმნასტიკში" ასპარეზობდა.

2 ტურის შემდეგ "ტენერიფე" სეგუნდა დივიზიონში 3 ქულით მეცხრე ადგილზეა და 27 სექტემბერს "მირანდესს"
უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოველ დილით ველოდები რომ შემოვალ საიტზე და დამხვდება ინფო ფიფიას დინამოდან წასვლის შესახებ,მაგრამ ამაოდ:(
0
კარგია სეგუნდას 4 გუნდში გვყავს ფეხბურთელები,იმედია ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება 4ვე და ლა ლიგის მომავალ სეზონში 4ვე თუ არა 2წარმომადგენელი მაინც გვეყოლება. ამას პლუს იმედია ქოჩორაშვილიც უფრო მეტ ნდობას მიიღებს ამ სეზონში.
გიორგი ბათუმი 97
12:30 26-09-2020
0

სიახლეები პოპულარული