"გენტი" ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე კიევის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა, დღეს, 26 სექტემბერს კი ბელგიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ლეუვენს" უმასპინძლებს. კვლავ არაა განაცხადში ჩაკვეტაძე. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა გუნდის პრობლემებზე ისაუბრა:
"კუმსი და ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას გადიან. კუმსს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. კუნთის ტრავმა სახუმარო არ არის და სიჩქარე არ გვმართებს.
ჩაკვეტაძესაც ველით. მას ძალიან უნდა დაბრუნება, მაგრამ სხეულს აღდგენისთვის დრო სჭირდება. ჩვენს ძალიან მოხარულები ვართ, რომ მისი ტრავმა
ძალიან სერიოზული არ არის. ამ განზრახ ფრონტალური შეჯახებისას შეიძლებოდა გაცილებით უარესად დაშავებულიყო.
იარემჩუკმა კიეველებთან ტრავმა მიიღო, დეპუატრიც ტრავმირებულია, ოჯიჯაც არაა 100%-ით მზად".