გია გრიგალავამ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა შეიძლება ტულის "არსენალიდან" "ხიმკიში" გადავიდეს, - იტყობინება "რბ-სპორტი".

"ხიმკის" ახალ მწვრთნელ იგორ ჩერევჩენკოს უნდა გუნდში თავისი ყოფილი სამი შეგირდი წაიყვანოს, რომელთაც ამჟამად სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ: გრიგალავა, რეზუანე მირზოვი (სპარტაკი) და ლუკა ჯორჯევიჩი (ლოკომოტივი).

გამოცემა იტყობინება, რომ გრიგალავამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მირზოვის გასხვისება სურთ, ხოლო ჯორჯევიჩს სექტემბერში მიღებული ტრავმა ჯერ არ მოურჩენია.

"ხიმკი" 8 ტურის შემდეგ 3 ქულით რუსეთის პრემიერლიგაზე ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გია გრიგალავამ კი არა ფუფიამ უნდა გამოიცვალოს გუნდი
გადასარევი გიორგი
21:33 26-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული