ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელიამ "ბეშიქთაშს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატზე ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "ბეშიქთაში".


შენგელიამ დუბლი შეასრულა. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 87-ე წუთზე შეცვალეს.

აგრეთვე დუბლი შეასრულა კიევის "დინამოდან" ახლახან გადაყვანილმა თავდამსხმელმა არტიომ კრავეცმა.

"სივასპორისა" და საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუს" მატჩი 0:0 დასრულდა. ჩვენებური 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.