კვარაცხელიამ გაიტანა, პენალტიც მოიპოვა - ფლამარიონმაც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ჩინებულად გაისარჯა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ახლა იმასაც ვერ უსაყვედურებენ, გოლის გატანა არ ეხერხებაო.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში "რუბინმა" ვოლგოგრადში 3:1 დაამარცხა "როტორი".

"როტორს" 10 ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ჩემპიონატის ორ და თასის ერთ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გუნდმა როგორც იქნა საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები შეიყვანა განაცხადში და თამაშის ჩატარების ნება დართეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: 42-ე წუთზე სტუმრები დესპოტოვიჩმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ეს სეზონში მისი პირველი გოლია.
61-ე წუთზე ყაზანელთა კარი ჯოვინო ფლამარიიონმა დალაშქრა, რომელიც "რუბინში" ბათუმის "დინამოდან" გადავიდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი შეიგდო, რომელიც მიქელთაძეს ხელზე მოხვდა და პენალტით შატოვმა ანგარიში 1:3 გახადა.

"როტორში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მიქელთაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა უნდა თქვა ამ ბიჭის შემხედვარე უძლიერესია თავის ასაკთან შედარებით მთავარია ასე გააგრძელოს შრომა და დაუფასდება რაც შეეხება ბელორუსეთან თამაშს ყველა ლოგიკით უნდა მოვიგოთ თუ მწვრტნელმა რამე არ გამოიგონა თუნდაც ხვიჩა ჩაკეტონ მაგის ჩაკეტვას მინიმუმ 2 კაცი უნდა და ამიტომ ვარ დიდ გულზე აქეთ ჩაკვეტაძეც რომ ჩაკეტონ მაგათ ნახევარი გუნდი დაჭირდებათ და ამათ ხარჯზე აუცილებელი კი არა ათასი პროცენტით მოსაგები თამაშია მაგათ პერსონალურად ვერ აიყვანენ შანსი არ არი თუ რამე ვაისმა არ მოიგონა.
dato
12:11 28-09-2020
0
წინ ბელორუსიასთან თამაშია!!! იმედია, ხვიჩა გვასახელებს... დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს...
tngh
09:25 28-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული