კვარაცხელიამ გაიტანა, პენალტიც მოიპოვა - ფლამარიონმაც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ჩინებულად გაისარჯა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ახლა იმასაც ვერ უსაყვედურებენ, გოლის გატანა არ ეხერხებაო.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში "რუბინმა" ვოლგოგრადში 3:1 დაამარცხა "როტორი".

"როტორს" 10 ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ჩემპიონატის ორ და თასის ერთ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გუნდმა როგორც იქნა საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები შეიყვანა განაცხადში და თამაშის ჩატარების ნება დართეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: 42-ე წუთზე სტუმრები დესპოტოვიჩმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ეს სეზონში მისი პირველი გოლია.
61-ე წუთზე ყაზანელთა კარი ჯოვინო ფლამარიიონმა დალაშქრა, რომელიც "რუბინში" ბათუმის "დინამოდან" გადავიდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი შეიგდო, რომელიც მიქელთაძეს ხელზე მოხვდა და პენალტით შატოვმა ანგარიში 1:3 გახადა.

"როტორში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მიქელთაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა უნდა თქვა ამ ბიჭის შემხედვარე უძლიერესია თავის ასაკთან შედარებით მთავარია ასე გააგრძელოს შრომა და დაუფასდება რაც შეეხება ბელორუსეთან თამაშს ყველა ლოგიკით უნდა მოვიგოთ თუ მწვრტნელმა რამე არ გამოიგონა თუნდაც ხვიჩა ჩაკეტონ მაგის ჩაკეტვას მინიმუმ 2 კაცი უნდა და ამიტომ ვარ დიდ გულზე აქეთ ჩაკვეტაძეც რომ ჩაკეტონ მაგათ ნახევარი გუნდი დაჭირდებათ და ამათ ხარჯზე აუცილებელი კი არა ათასი პროცენტით მოსაგები თამაშია მაგათ პერსონალურად ვერ აიყვანენ შანსი არ არი თუ რამე ვაისმა არ მოიგონა.
dato
28 სექტემბერი 2020 12:11
0
წინ ბელორუსიასთან თამაშია!!! იმედია, ხვიჩა გვასახელებს... დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს...
tngh
28 სექტემბერი 2020 09:25
0
ყველა თამაშზე ბრწყინვალეა ხვიჩა, მაგრამ დღეს და საერთოდ ძალიან სუსტია როტორი, მინდა და ( არამარტო მე მინდა, ყველას ალბათ), რომ ხვიჩამ უფრო ძლიერ გუნდებთანაც ასე ითამაშოს და გოლებიც გაიტანოს.
დავით 67
28 სექტემბერი 2020 03:04
1
ვინც დისლაიქი დამისვი გეკითხები შენ არ გინდა?
დავით67
29 სექტემბერი 2020 16:21
0
ხვიჩიას შემოგევლე, ბაზ არაა. რუსეთში ვცხოვრობ და რუბინის ყველა თამაშს გულის ფანცქალით ველოდები, ხვიჩას გამო. მადლობა უნდა გადაუხადოთ სიონის უდიდესი და სლუცკის როგორც მწვრთნელებს ხვიჩას რომ მისცეს შანსი. ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ბელგიაში ბრომ 19 წლის მიქაუტაძემ დღესაც 3 გოლი გაიტანა და ბომბარდირია, იქნება მიაწვდინოთ კობიაშვილს ხმა რომ იღონონ რამეე და ჩავიდნენ დასალაპარაკებლაად, არ არის ეგ ბიჭი გასაშვები ხელიდან იმ ფონზე როდესაც ცენტრფორვარდი ნაკრებში ჰაერივით გვჭირდება.
ოპტიმისტი
28 სექტემბერი 2020 01:14
3
არადა პენალტის დროს მაინც გაიტანა :)
გიორგი
27 სექტემბერი 2020 23:10
1
ხვიჩა ბრავო !!!! მაგარი ბიჭი ხარ !!!! არ გაჩერდე ამ შედეგზე !!! ხალხი სტადიონზე ხვიჩას საყურებლად დადის რუსეთში !!!
ჯონი
27 სექტემბერი 2020 23:04
0
უბრალოდ ვიტყვი კავარაცხელია არის ტოპ ფეხბურთელი
ვახო
27 სექტემბერი 2020 22:45
1
ჯერ არა, მაგრამ უეჭველი იქნება ტოპ, კოსმოსი უნდა გახდეს.
არა
27 სექტემბერი 2020 23:39
1
ასე სტაბილურად კარგად მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი დიდი ხანია არ გვინახავს! მეტიც სტაბილურად კარგად მოთამაშე შეიძლება თქვა ვინმე მცველზე ან ... ეს ბიჭი ფეერიულად თამაშობს, დიდებული ვარსკვლავი ინთება არა მარტო ქართული არამეს მსოფლიო ფეხბურთის ცის კაბადონზე! ასეთი ვარსკვლავით არამარტო დიდ ტურნირზე გასვლა არამედ კიდევ უფრო შორი მიზანი უნდა დავისახოთ ქართველებმა !
krazana
27 სექტემბერი 2020 22:38
1
ასე სტაბილურად კარგად მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი დიდი ხანია არ გვინახავს! მეტიც სტაბილურად კარგად მოთამაშე შეიძლება თქვა ვინმე მცველზე ან ... ეს ბიჭი ფეერიულად თამაშობს, დიდებული ვარსკვლავი ინთება არა მარტო ქართული არამეს მსოფლიო ფეხბურთის ცის კაბადონზე! ასეთი ვარსკვლავით არამარტო დიდ ტურნირზე გასვლა არამედ კიდევ უფრო შორი მიზანი უნდა დავისახოთ ქართველებმა !
krazana
27 სექტემბერი 2020 22:38
3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად,ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.მან გოლი გაიტანა,პენალტი მოიპოვა და მის ფლანგზე მოთამაშე მანუჩარიანს პირველი გაფრთხილება აჰკიდა,მერე კი,მეორეც მიიღო და გააძევეს.ამის შემდეგ,ხვიჩამ ფლანგი აიკლო.თავისუფლად შედიოდა საჯარიმოში და ცოტა უკეთესი ბოლო პასები რომ დაერიგებინა,ან როცა შეიძლებოდა,კარში რომ დაერტყა,ანგარიში ძალიან გაიზრდებოდა.ბოლო პასის პრობლემა აშკარად აქვს.სამი გოლიდან ორჯერ და კიდევ სხვა ეპიზოდებში,შეცდომებს უშვებდა საბა კვირკველია.პენალტი მიქელთაძემ აიკიდა,მაგრამ შემთხვევითი მოხვედრა იყო,თუმცა ბევრი ვერაფერი გააკეთა მიქელთაძემ.საერთოდ როტორი სუსტად გამოიყურებოდა და არც საკვირველია,გუნდს,სამი კორონასაგან გამოჯანმრთელებული ფეხბურთელი დაემატა და მათ შეძლეს თამაში,თუმცა უვარჯიშებლობა,გუნდს აშკარად ეტყობოდა.
სოსო
27 სექტემბერი 2020 22:33
0

სიახლეები პოპულარული