კვარაცხელიამ გაიტანა, პენალტიც მოიპოვა - ფლამარიონმაც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ჩინებულად გაისარჯა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ახლა იმასაც ვერ უსაყვედურებენ, გოლის გატანა არ ეხერხებაო.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში "რუბინმა" ვოლგოგრადში 3:1 დაამარცხა "როტორი".

"როტორს" 10 ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ჩემპიონატის ორ და თასის ერთ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გუნდმა როგორც იქნა საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები შეიყვანა განაცხადში და თამაშის ჩატარების ნება დართეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: 42-ე წუთზე სტუმრები დესპოტოვიჩმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ეს სეზონში მისი პირველი გოლია.
61-ე წუთზე ყაზანელთა კარი ჯოვინო ფლამარიიონმა დალაშქრა, რომელიც "რუბინში" ბათუმის "დინამოდან" გადავიდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი შეიგდო, რომელიც მიქელთაძეს ხელზე მოხვდა და პენალტით შატოვმა ანგარიში 1:3 გახადა.

"როტორში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მიქელთაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა ბრავო !!!! მაგარი ბიჭი ხარ !!!! არ გაჩერდე ამ შედეგზე !!! ხალხი სტადიონზე ხვიჩას საყურებლად დადის რუსეთში !!!
ჯონი
23:04 27-09-2020
0
ხვიჩიას შემოგევლე, ბაზ არაა. რუსეთში ვცხოვრობ და რუბინის ყველა თამაშს გულის ფანცქალით ველოდები, ხვიჩას გამო. მადლობა უნდა გადაუხადოთ სიონის უდიდესი და სლუცკის როგორც მწვრთნელებს ხვიჩას რომ მისცეს შანსი. ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ბელგიაში ბრომ 19 წლის მიქაუტაძემ დღესაც 3 გოლი გაიტანა და ბომბარდირია, იქნება მიაწვდინოთ კობიაშვილს ხმა რომ იღონონ რამეე და ჩავიდნენ დასალაპარაკებლაად, არ არის ეგ ბიჭი გასაშვები ხელიდან იმ ფონზე როდესაც ცენტრფორვარდი ნაკრებში ჰაერივით გვჭირდება.
ოპტიმისტი
01:14 28-09-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული