შეწყდა ხვიჩას 1369-წუთიანი უგოლო სერია - ის პენალტების მოპოვებაში უბადლოა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე "როტორთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და "მატჩ პრემიერის" ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მას აქამდე 15 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი და უგოლო სერიამ 1369 წუთი შეადგინა.

ხვიჩამ მიმდინარე ტურნირზე მესამე თერთმეტმეტრინი მოიპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სულ პრემიერლიგაზე მის ანგარიშზე 5 მონადირებული თერთმეტმეტრიანია.

შეგირდი მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აქო და თან გააკრიტიკა: "კვარაცხელიამ რამდენიმე მეტოქეს მიაღებინა ბარათი. გოლი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად გაიტანა.

მე დრიბლინგსა და კომბინაციურ თამაშს შორის ბალანსის მომხრე ვარ. ბოლოს
ხვიჩას მაგალითად, 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეეძლო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
პენალტებს რატომ არ არტყმევინებენ? ბევრად უკეთესი სტატისტიკა ექნებოდა და თან ნელნელა უნდა დაიხვეწოს გოლების გატანაში და მართლა მაგარ ფეხბურთელს მივიღებთ
0
კარგია,შრომა უნდა გააგრძელოს,ყველაფერი აქ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს და მჯერა ითამაშებს კიდეც,რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი ოფლი უნდა იდინოს განვითარება უნდა გააგრძელოს.
ziko
14:59 28-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული