"გენტმა" ჩაკვეტაძე კიევში წაიყვანა

AutoSharing Option
ბელგიური სპორტული გამოცემების მიხედვით, "გენტმა" კიევის "დინამოსთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძეც იახლა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს ის სჭირდება და თუ "ჩაკვე" შეხვედრის ჩატარების დროისთვის მზად იქნება, მოედანზე გარკვეულ დროს მაინც გაატარებს.

მოგეხსენებათ, გიორგიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მიიღო, ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ ქართველმა პენალტი მოინადირა და სწორედ იმ ეპიზოდში დაიზიანა კუნთი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სისხარტეში (agility) და დრიბლინგში მგონი ჯობია კვარა ჩაკვეს. ორივე ჰაი ლეველზე არიან, თუმცა ტრავმის მერე ასე გამოჩნდა და რავი.. ღმერთით ორივე ითამაშებს და ორივე გაიტანს გოლს კიარა გოლებსაც ერთა ლიგის თამაშებზე
ზუზუ
29 სექტემბერი 2020 18:46
2
კი მარა თუ ტრამვა აწუხებს მწვრთნელმა რატო იახლა? იმედია სათამაშოდ აბა იმისთვის ხომ არა ქართველი ხარ და უკრაინელი ნაშები გამიჩითეო.DDDDDDDDDDDDDDდ
hhh
28 სექტემბერი 2020 16:53
3
ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მომავალია.
ziko
28 სექტემბერი 2020 15:04
3
სამი ქართველი ფეხბურთელის კლუბს აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის იმედი მაქვს სამივე თუ არაა ერთი მაინც გავა ჯგუფში ნუ გენტის იმედი მე პირადად არ მაქვს 2 ბურთი აქვთ გასატანი კიევში გასვლაზე ისე რო არ გაუშვან ბეზუსმა კარგი საქმე გაუკეთა უკრაინელებს პირველ თამაში თუმცა ევროპა ლიგაც არ იქნება ურიგო ჩაკვესთვის წარმატებები.
გელა
28 სექტემბერი 2020 14:50
0

სიახლეები პოპულარული