კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანეს და ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რუსულმა გამოცემამ, Championat-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და პარალელურად, ქართველი ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.

"ყაზანელებმა ისევ მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი დრიბლინგის საშუალებით უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა", - წერია ქართველის აღწერაში, რომელსაც ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ქმნის.

ამას გარდა, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა "ტვიტერში" გამოაქვეყნა 5 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ და მათ შორის ხვიჩაც არის.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გერჲ რექ ჯიმა,გერჲ!!! ვინც დააუნლაიქოს მთაწმინდიდან გამოექანოს
ბაჩი
20:04 04-10-2020
0

სიახლეები პოპულარული