ყაზახეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ტობოლმა" კუსტანაიში 2:0 დაამარცხა "ჟეტისუ".
შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც 53-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ნიკა კვეკვესკირი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ტობოლმა" 11 ჩატარებულ მატჩში 20 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. კანკავა და კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის გამოიძახა.