კანკავამ თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ტობოლმა" კუსტანაიში 2:0 დაამარცხა "ჟეტისუ".

შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც 53-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ნიკა კვეკვესკირი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ტობოლმა" 11 ჩატარებულ მატჩში 20 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა. კანკავა და კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული