ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა თურქულმა გრანდმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მესმის ჰოლანდია - პსვ აიაქსი ან თუნდაც ფეინოორდი, მესმის შოტლანდია ანუ სელტიკი, მესმის საფრანგეთის საშუალო დონის კლუბი და გალათასარაი? მაგას დონეცკის შახტარი ან კიევის დინამო ჯობია ისევ... რავიცი მე დიდად არ მხიბლავს ეს ვარიანტი ... 1 წელიც ითამაშოს მაგრად და ტოპ 4 ში გავუშვათ.. რატომაც არა??
მევარმე
03 ოქტომბერი 2020 22:59
2
არ წახვიდე მაგ ოკუპანტებში.უი ბოდიში ოკუპანტები წამომცდა...აქ ხალხს დედები და ცოლები ყავთ გაგზავნილი მახმუდებთან და ეწყინებათ...სულაც მახმუდებმა არ გაიგონ და არ გამოყარონ ეგ „ემიგრანტი“ ქალბატონები და რა ეშველებათ,მახმუდებთან როგორღა იკოტრიალინ,ან მათმა ქმრებმა და შვილებმა როგორღა იარონ ჯიპებით???
ბაბუაწვერა
03 ოქტომბერი 2020 22:56
20
დაანებეთ თავი ამ ბიჭს განვითარდეს ერთი ორი სეზონი კიდე ამ კლუბში და შემდეგ უფრო ცოტათი მაღალი დონის კლუბში გადავიდეს კიდე ორი სეზონი და თუ გაქაჩა შემდეგ გრანდიც მიაგნებს ნუ ვიცით ტოპ 5 გრანდიდან წაიყვანენო და ნუ თარსავთ.თუგინდ დეივისი გაიხსენეთ რომელმაც მთელი გენტი ათრია ლიგის შესაჩევში გაიყვანა და სად წავიდა?ლილში რატომ?იქ სათამაშო დროც მეტი ექნება და თუ თავს გამოიჩენს გაუადვილდება გრანდში გადასვლა.(სხვის მაგალითებზე მაინც ვისწავლოთ როგორ უნდა ეტაპობრივად განვითარება )
თემური
03 ოქტომბერი 2020 22:53
1
კარგი ვარიანტია, თერიმისგან ბევრ რამეს ისწავლის და ლიგაზე თამაშის შანსი ექნება
gio
03 ოქტომბერი 2020 20:52
11
არ მემეტება, ოსმალოებისთვის.
100%
03 ოქტომბერი 2020 19:22
5
არავითარ შემთხვევასი არ უნდა წავიდეს თურქეთში დარწმუნებული ვარ ამ სეზონის მერე რომელიმე ტოპ ლიგის ძლიერი გუნდი წაიყვანს ამაში ვარ დარწმუნებული ათასი პროცენტით თურქები რო თანხებსაც არ დაიშურებენ ფაქტია მარა პირველ რიგში მამამისი არ უნდა აყვეს ამ მაცდურ წინადადებას არაფრის ფასად მე არც რუსეთი მომწონს მარა ხვიჩამ უნდა დაამტკიცოს რომ ძლიერ ლიგას იმსახურებს რუსეთი და თურქეთი თითქმის თანაბარია თუ მეტი არ არი რუსეთი ასე რომ არა თურქეთს.
samtredia
03 ოქტომბერი 2020 18:54
0
ხვიჩას , სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს , გარდა ნიჭისა-მამამისი , რომელმაც აქამდე ყველანაირად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო შვილის განვითარებისათვის და ფულს შოვნის მსურველ ტურებს(აგენტებს) ახლოს არ გააკარა საერთოდ . იმედი მაქვს მასევე გააგრძელებს და არ აჩქარდება .
ATP 16
03 ოქტომბერი 2020 18:00
1
ხვიჩა, ბავარიელი უნდა გახდე, რისი გალა და თურქეთი, იყავი იქ, სადაცა ხარ, და გადადი სადმე გრანდში, ორი წელი ფეხი არ მოიცვალო მაქედან, ეს სეზონი და კიდევ ერთი წელი. დადექი კოსმოსი და წადი სადაც გაგისწორდება!
с
03 ოქტომბერი 2020 17:44
4
ერთი კაცი მაინც თუა სადმე შენ ირგვლივ კლუბში ან სამეგობროში ისეთი არანორმალური, რომ გირჩია თურქეთში გადასვლა , იცოდე ხვიჩა, რომ ამ კაცს არაფერი არასდროს არ უნდა დაუჯერო :)
გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 16:33
3
რუბინი ჯერ არავის არ მისცემს ხვიჩას სანამ მისი ფასი სამ- ხუთჯერ არ გაიზრდება! მანამ სანამ ეს უფასოდ ნაშოვნი ტალანტი რუბინს 15-20 მლნ შემოსავალს არ მუტანს!
რობი
03 ოქტომბერი 2020 16:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული