ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა თურქულმა გრანდმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ხვიჩას , სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს , გარდა ნიჭისა-მამამისი , რომელმაც აქამდე ყველანაირად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო შვილის განვითარებისათვის და ფულს შოვნის მსურველ ტურებს(აგენტებს) ახლოს არ გააკარა საერთოდ . იმედი მაქვს მასევე გააგრძელებს და არ აჩქარდება .
ATP 16
03 ოქტომბერი 2020 18:00
1
ჩემი აზრით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ეს ხვიჩასთვის. იმედი მაქვს ეს გარიგება არ მოხდება.
რუსეთის დონე ვფიქრობ აღემატება თურქეთისას ბოლო წლებში ან თუ არ აღემატება მინიმუმ თანაბარი მაინც არის. რაც შეეხება გუნდებს შორის სხვაობას არც აქ უნდა მოტყუვდეს ვინმე რადგან გალათასარაია ეს არ ნიშნავს რომ გრანდია ბოლო წლებში თურქეთში ბასაქშეჰირი ფენერბახჩე და ბეშითქაში არიან ლიდერები ანუ შეიძლება ითქვას გალათასარაი საშუალო დონის კლუბია თურქეთში ხოდა ახლა თუ გადადიხარ თურქეთში და თან იქაც საშუალო დონის გუნდში ეს ვერანაირად ვერ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი პლუს ბევრი ბარიერი დახვდება ხვიჩას გალაში. ერთი სიტყვით ვფიქრობ სადაც არის ისევ იქ დარჩენა ჯობს. ფათიჰის დროც გასულია კაი წლებია უკვე ასე რომ არც ა დრე წყვეტდა დიდათ ვარსკვლავებს და ახლა ხო მითუმეტეს ხოდა ახლა იბადება კითხვა რა მიზეზი უნდა იყოს კიდე იმისა რომ ხვიჩას იქ წასვლა მოუნდეს? ყველაზე მთავარი ანაზღაურება ალბათ ეს მაგრამ ერთი ორი მილიონის გამომუშავებას ჯობს ცოტა კიდე მოითმინოს იყოს 300 ათას დოლარზე თუნდაც ერთი ან ორი წელი და შემდეგ ბევრად უკეთ სიტუაციაში მოხვდეს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნის კლუბებში სასურველია გერმანია.
ლევანი იარაჯული
03 ოქტომბერი 2020 15:40
2
ხვიჩა, ბავარიელი უნდა გახდე, რისი გალა და თურქეთი, იყავი იქ, სადაცა ხარ, და გადადი სადმე გრანდში, ორი წელი ფეხი არ მოიცვალო მაქედან, ეს სეზონი და კიდევ ერთი წელი. დადექი კოსმოსი და წადი სადაც გაგისწორდება!
с
03 ოქტომბერი 2020 17:44
4
არავითარი თურქული "გრანდები"! თუ წავა ტოპ 5 ჩემპიონატის რომელიმე გუნდში უნდა წავიდეს ამ სეზონის შემდეგ. მანამდე კი სტაბილურად და მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს რუსეთის ლიგის 2020-2021 წლის სეზონი.რუბინის მიზანიც ეგაა,რომ კარგ ფასად მიყიდონ ევროპის წამყვანი ჩემპიონატების რომელიმე გუნდს ხვიჩა. არავითარი გალათასარაი და ანტალიასპორი კიდევ!!
გიორგი-ბათუმი 97
03 ოქტომბერი 2020 15:31
0
რუბინი ჯერ არავის არ მისცემს ხვიჩას სანამ მისი ფასი სამ- ხუთჯერ არ გაიზრდება! მანამ სანამ ეს უფასოდ ნაშოვნი ტალანტი რუბინს 15-20 მლნ შემოსავალს არ მუტანს!
რობი
03 ოქტომბერი 2020 16:19
0
ხვიჩა, მხოლოდ საფეხბურთო ქვეყანაში გადასვლას უნდ დათანხმდეს. ჯერ-ჯერობით ის იქაა რისი ძალა და ოსტატობა შესწევს.
ჟორა
03 ოქტომბერი 2020 15:49
1
ერთი კაცი მაინც თუა სადმე შენ ირგვლივ კლუბში ან სამეგობროში ისეთი არანორმალური, რომ გირჩია თურქეთში გადასვლა , იცოდე ხვიჩა, რომ ამ კაცს არაფერი არასდროს არ უნდა დაუჯერო :)
გადასარევი გიორგი
03 ოქტომბერი 2020 16:33
3
ხო თქვა რუბინის ხელმძღვანელობამ რომ ამ სეზონში არ გავყიდითო და რა უნდა ამ ტირიმს?
შემდეგი წლიდან დორტმუნდის ბორუსია მიმაჩნია მისთვის კარგ ვარიანტად. ბუნდესლიგა ნაკლებად უხეშია ესპანეთთან და იტალიასთან შედარებით,ინგლისში ტემპი უფრო მაღალია, რაც მგონია რომ გაუჭირდება ჩვენს ბიჭს
დავით 67
04 ოქტომბერი 2020 00:00
1
ხვიჩას მამა ყოფილი ფეხბურთელია და მწვრთნელი.ასე რომ ძალიან კარგად იცის,ხვიჩას რა სჭირდება.ახლა ბოჭი,იდეალურ გარემოშია.მწვრთნელი ენდობა და ყოველდღიურად რაღაცას ასწავლის.თითქმის ყოველ მეორე მესამე თამაშში,რაღაც ახალს,განსხვავებულს აკეთებინებს,აჩვევს,სცდის მწვრთნელი.მის გვერდით მთელი ჯგუფი ახალგაზრდა ბიჭებისა დააწინაურეს და ამ სეზონში პირადად დაოსტატებასთან ერთად,დარწმუნებული ვარ,ევროპის საგზურსაც მოიპოვებს რუბინი.ასე რომ მომავალ ზაფხულს,ევროპა ლიგაზე თამაშს,აქედანაც შეძლებს და მიიღებს გამოცდილებას. წელიწადში,წელიწადნახევარში,ის უკვე მზად იქნება ნებისმიერ ტოპლიგაში წასასვლელად და ძირითადში ადგილზე, კონკურენციის გასაწევად.
სოსო
03 ოქტომბერი 2020 23:36
3
არ მემეტება, ოსმალოებისთვის.
100%
03 ოქტომბერი 2020 19:22
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული