Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.
ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.
კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.
ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.
უფრო მაგარ გუნდში გადახვალ!!
შემდეგი წლიდან დორტმუნდის ბორუსია მიმაჩნია მისთვის კარგ ვარიანტად. ბუნდესლიგა ნაკლებად უხეშია ესპანეთთან და იტალიასთან შედარებით,ინგლისში ტემპი უფრო მაღალია, რაც მგონია რომ გაუჭირდება ჩვენს ბიჭს
რაც შეეხება კვარაცხელიას , მართლა კარგი მომავალი აქვს მაგრამ ჯერ სტაბილურობა და გუნდური თამაშის ცოდნა სჭირდება და შემდეგ კიდევ მაღალი დონის აგენტი.