დავით ვოლკოვმა "ზირას" ფავორიტთან 95-ე წუთზე მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-5 ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ბაქოს "ნეფჩის" 95-ე წუთზე გაუტანა და "ზირას" გაამაჯვებინა.

დავითისთვის აღნიშნული გოლი სეზონში მე-3 გამოდგა და ბომბარდირთა სიაში მხოლოდ 1 ფეხბურთელს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ "ზირა" ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. კლუბს 5 მატჩიდან 3 აქვს მოგებული, აქიდან 2 შეხვედრა უშუალოდ ვოლკოვის გოლით მოიგო, თუმცა ქართველმა გოლი მესამე მოგებულ თამაშშიც გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული