კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლებით 2:0 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი", ნამატჩევს კი თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე მისვლით ვალი მოიხადა.
ის გასულ ტურში "აპოლონთან" პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რისთვისაც დააჯარიმეს, ხოლო ამჯერად ჯარიმას ვერ დააკისრებენ, თუმცა ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა არ დააკმაყოფილა.
goal.philenews-ი აღნიშნავს, რომ თემურმა ოთხჯერ გაიმეორა: "ყველაფერი კარგადაა" და იქაურობას გაეცალა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ჩემპიონატი მაშინ შეაჩერეს, როდესაც "ომონია" პირველ ადგილზე გავიდა და "ანორთოსისს"ოქროს მედლებისთვის ბრძოლის შანსი მოუსპეს. დიდი ალბათობით, ეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გააკეთა.