ხვიჩამ "ახმატს" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო
მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /

korben dallas-ს. ქართველთა ასეთი მოძულე სად გაიზარდე? ერთი შენი ნამდვილი გვარ-სახელი "გვაჩუქე"
ავთო
04 ოქტომბერი 2020 20:51
0
არც ერთი იყო თათარი, არც მეორე ჩეჩენი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან...
გოჩა
04 ოქტომბერი 2020 20:29
2
გენაცვალე ჯიმა!
შაკო
04 ოქტომბერი 2020 20:29
2
ვუაააუ,რა მაგარიააა,ხვიჩა ჩვენი იაგუარია ))
დევკალიონი
04 ოქტომბერი 2020 20:28
0
დევკალიონი,ჩემი კომენტარი შენ არ გეკუთვნის უნდა დამეწერა ავადმყოფ კორბენაზე...
კარგით რა
04 ოქტომბერი 2020 22:46
0
ბიჭო ყველა ავადმყოფს ნუ აქცევთ ყურადღებას, იმათაც ეს უნდათ.
კარგით რა
04 ოქტომბერი 2020 21:25
2
ვიდეოს ტელეფონში არ მიხსნის, როგორ მოვიქცე?
100%
04 ოქტომბერი 2020 20:28
0
არ შეიძლება ეს სამსუნგის რეკლამა მოაშოროთ და აცადოთ ნორმალორათ მკითხველს წაკითხვა ან ყურება
Gio
04 ოქტომბერი 2020 20:22
2
იმენნა დამაჯერა, რა კლასნია ეს ოხერი
მეგრელი
04 ოქტომბერი 2020 20:02
0
ხვიჩმენა გოლმენა სუპერმენა... ჩაკვმენასაც რო ეთამაშა წყნარად კაი იყო, მარა ეგ არაფერი...
რა მაფიაა?
04 ოქტომბერი 2020 20:01
3
ამ მელქაძეს არ უნდა ხომ საქართველოს ნაკრებში თამაში?
Giorgi
04 ოქტომბერი 2020 20:00
5
ბრააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავო! ახალი მეტრეველი გაგვეზრდება,თუ მის განვითარებაში ათასი არამკითხე არ ჩაერევა და გონებას და გზას არ აურევს
დ.დ.
04 ოქტომბერი 2020 19:58
0
ხვიჩა წესიერი ბიჭია,მამამისი ფეხბურთელი იყო და ახლა მწვრთნელია,მისი აგენტი,ოჯახის მეგობარი.ასე რომ არა მგონია ვინმემ, ტვინი ადვილად აურიოს.თვითონვე იციან, რა სჭირდება ბიჭს
სოსო
05 ოქტომბერი 2020 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული