ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ითამაშა.
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 5:1 დაამარცხა "ბეერსხოტი".
მართალია, ამ გამარჯვებაში ჩვენებურს წვლილი არ შეუტანია, მაგრამ მთავარია, რომ მწყობრში ჩადგა. ის მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა 62-ე წუთზე ანდერსონ ნიანგოს ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო.
"გენტი" 9 ქულით მე-11 ადგილზეა, ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, გიორგი კი მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
ლორია
კაკაბა - კაშია - კვერკველია- ტაბიძე
კანკავა- კიტეიშვილი
ხვიჩა-ვაკო-ოქრი
ქვილითაია
შეცვლაზე: ჩაკვე, შენგელია, კვეკვესკირი...