"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თავიდან ახალი მესსი იქნება არაბიძეო წერდნენ, მერე მთლად მესსი რომ ვერ გამოდგა ახალი ქინქლაძეაო, ეხლა მგონი ჭიჭვეიშვილის შესადარი გახდა
DD_GGG
02:19 18-12-2020
0
არანაირი მენტალური პრობლემა არ აქვს ამ ბიჭს. მენტალიტეტი, ფედერაციას აქვს გამოსასწორებელი. ბიჭი გლეჯდა ყველაფერს, ჯარიმიდან გოლები გაქონდა, მაგის ბეჭებზე იდგა ორივე ახალგაზრდული, ჩაკვეზე მეტად ჩანდა მაგი, მაშინ ცოტა რომ გამართლებოდათ, ჩეხეთსაც მოუგებდნენ და ფედერაციამ ნაკრებში სკამზე დასვა და უნიჭო ფეხბურთელების თამაშს აყურებინა 3-4 თამაში, ისე რომ მონდორი არ აღირსეს ბიჭს. საერთოდ უსამართლობა, ბევრ ბოროტებას წარმოშობს, ზოგადად. ახალგაზრდაა , მამაც მაშინ გარდაეცვალა და უსამართლობა ვერ მოითბინა, შემდეგ კი განაცხადა ამის შესახებ. ხოდა შეიძულეს ისედაც ხელს უშლიდათ მაგის ნიჭი, როგორც ჩანს და ეხლა დაღუპვის გზაზეა. ბიჭი. მაგრამ გამჩენი არ გაწირავს. კარგია, რომ არ თამაშბს მთავარა მაგან ტრამვა ბოლომდე მოირჩინოს და კიდევ მიეცემა შანსი რომელიმე კლუბში, ბოლობოლო რუსეთში წამოვიდეს. მას ჰქონდა მოწვევები რუსეთიდან და არ წავიდა, მაგრამ წადი ბიძია თუ გაქ შანსი, არავინ არ შეგრაცხავს მოღალატედ, მაგისი ნუ გეშინია, ნახევარი ნაკრები მანდ თამაშობს და ხმ ხედავ, მანდედან იძახებენ ნაკრებშიც. წარმატებები არაბიძეს და ფედერაციამაც მიაქციოს მაგას ყურადღება, არაა დასაკარგავი ფეხბურთელი მაგი. ოქრი და ჯანო და ბარეორი ხო ათრიეს და ათრევენ.
ვასო
22:08 18-10-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული