"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნიჭთან ერთად გამართლევა სა იღბალი გინდა ასე არ არი ზოგიერთები რომ ფიქრობთ სწორი გუნდი ჭირდება სადაც სისტემატიუეად ითამაშებს შანსი თუ მიხა ლუჩესკუმ ბრვრჯერ გამოიჩინა თავი.ვაისიც რომ გამოდის და ამბობს არაბიძეს შანსი მივეციო და არ გამოიკენა? არ დაუმტკიცა? მეტი რა უნდა გაეკეთებინა ამ ბიჭს ნაკრებში?? მერე რატო სრ იძახებს? ტრამვისნ ფეხბურთელებს რომ ეძახის! არაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია მაგრამ შენი ქვეყანა რომ გცერდში არ დაგიდგრბა ევროპელებს საერთოდ რა უნდა მოვთხოვით. კარგით რა
kaxa
14 ოქტომბერი 2020 19:28
7
საუკეთესო ტალანტი იკარგება. თუ სხვაგან ვერ მოიკიდა ფეხი ლოკომოტივში დაბრუნდეს. ჭიაბრიშვილთან გაიზრდება და ლოკოსაც მომდევნო სეზონში სერიოზული წარმატებები ელოდება.
თენგაბი
14 ოქტომბერი 2020 19:03
4
ფაქტი ჯიუტია ნიჭი გაფლანგა ამ ბიჭმა 23 წელი უკვე ჩამოყალიბებული ფეცბურთელი უნდა იყოს ეს კი ვერსად განაცხადში ვერ ხვდება.ყველა შენთან როგორაა დამნაშავე ეს ჩარჩა შახტარის დუბლებში კარგი რომ ყოფილიყო ლუჩესკუ გამოიყენებდა მას მითუმეტეს მისცა რამდენჯერმე შანსი
თემური
14 ოქტომბერი 2020 18:42
3
მე რაც ვნახე ბრწყინვალე ფეხბურთელია უკვე.. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.. ეს ბიჭი ჩემი არც ნათესავია და უბრალოდ არც ვიცნობ......აქვს შესანიშნავი დრიბლინგი...მოედნის კარეგი ხედვა....გრძელი პასები ( სულ რამდენიმეს დღევანდელი ფეხბურთელებიდან შეუძლია დაიტრაბახოს თამაშის ამ კომპონენტის უზადო ფლობა...ნინუას..კაკალაშვილს..ოქრიაშვილს ..კვეკვესკირს..ბოდიშს ვიხდი თუ ვინმე გამომრჩა) შესანიშნავი დარტყმა ( ფენომენალური საჯარიმოები)....არ ვიცი რომელ მწვრთნელს არ მოწონს???? მოდი მოიწვიეთ ეს ბიჭი ტელევიზორში და მოუსმინოთ პირდაპირ ეთერში რა ხდება ...აღარ გვინდა მიკიბულ-მოკიბული იმან ეს თქვა ...არის როდესაც ადამიანს არ უმართლებს არადა უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია....ახლა ის იმ ასაკშია როცა ბევრის მიღწევა ხელის (ფეხის) გაწვდენაზეა ..ნუ შევწირავთ კიდევ ერთ ტალანტს ვიღაც არშემდგარი ტრენერის ან ჩინოვნიკის ამბიციებს..მოუსმინოთ გიორგის...ერთი წუთით წარმოიდგინეთ...ჩანკვეტაძე...კვარა..ოქრი...ყაზაიშვილი...კვეკვესკირი...ანანიძე...ჯაბა...გვილია..შენგელია....ქვილითაია..კაჭარავა...კაკაბაძე...ლორია..კვირკველია .კაშია .ტაბიძე..ხოჭოლავა...დვალი..გიორბელიძე.პლუს ამათ არაბიძე გრძელი პასებით..შესანიშნავი დრიბლინგით და უზადო სტანდარტულების შესრულების უნარით...ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად დასაფასებელია რადგან ტექნიკურ ფეხბურთელებზე უამრავი საჯარიმო ინიშნება და ამაში არაბიძეს და ნინუას ბადალი არ ჰყავთ....რასაკვირველია არიან კიდევ საკმაოდ იმედისმომცემი ფეხბურტელები...ზივზივაძე..საბა და ელგუჯა ლობჟანიძე..და სხვანი...ამ ბიჭების შემხედვარე ( ეს არი კარგი კომბინაცია გამოცდილების და პერსპექტივის) ქართველ გულშემატკივარს აქვს უფლება მშვიდად იყოს უახლოეს 5-7 წლის განმავლობაში...ამ ნაკრებს რასაკვირველია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობამდე გზა აქვს გასავლელი მაგრამ რეიტინგში პირველ ოცეულში ჩქარა ვიხილავთ..მე ამაში დარწმუნებული ვარ...
ნუგზარ ნუცუბიძე
14 ოქტომბერი 2020 18:36
3
რაც არის , ეს არის. ამის ბოლო უფა ან ტულაა. მეტს ტყუილად ელოდება ვინმე. ხასიათის ბრალია, სიზარმაცის, თუ გუნება-განწყობილების, ფაქტია - სადაც არ იყო, ფეხი ვერსად მოიკიდა. სამწუხაროდ, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი.
: )))))))
14 ოქტომბერი 2020 18:36
4
თურქეთში ძალიან კარგად ითამაშა სანამ ტრავმას არ მიიღებდა და ახლა ამდენი ხნის უთამაშებელს უცბად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვინ ათამაშებს, როცა თურქეთის პირველ ლიგაში არ ტრავმამ დეუშალა ხელი... შახტარშიც ძალიან კარგად თამაშობდა და ვერ გავიზიარებ იმ აზრს რომ არსად არაფერი არ გამოუვიდა. ახლა რომელიმე სუსტ გუნდში თუნდაც საბერძნეთის მეორე ლიგა იყოს, კარგი იქნებოდა, უნდა დაუმტკიცოს ხალხს, რომ მას ნამდვილად აქვს ძალა, რომ მასაც შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს
ვუ ჰალი
14 ოქტომბერი 2020 18:32
3
სამტრედია თუ გადარჩა წელს გავარდმას, წავიდეს სამტრედიაში,რადგან გაისად სამტრედიას ახალი პატრონი ეყოლება და საჩემპიონო ამბიცია ყველაზე დიდი ექნება.
jango
14 ოქტომბერი 2020 18:02
2
ამ ბიჭს,მე მგონი ჭკუის გულშემატკივარი დამრიგებელი არა ჰყავს,მამის გარდაცვალების შემდეგ კი,დაბნეულია და სწორ გადაწყვეტილებებს, თვითონაც ვერ იღებს.დრო კი,ულმობლად გარბის და მეშინია,ესეც დაკარგული ტალანტების სიას არ დაემატოს.დაბრუნდი გიო,საქართველოში და თავიდან დაიწყე ყველაფერი.ფორმაში ჩადგები,გამოცდილება გაქვს და ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებ.თუ მაგრად ივარჯიშებ და ნაკრებს დაუბრუნდები,მერე ევროპის კარსაც გააღებ.თანაც უფრო მაღალ დონეზე.შენ ხომ მართლაც ბევრი შეგიძლია.
სოსო
14 ოქტომბერი 2020 17:27
0
დაბრუნდეს თბილისის "ლოკომოტივში" და დაამტკიცის, რომ თამაში შეუძლია...
tngh
14 ოქტომბერი 2020 16:48
0
შეცდომა იყო მანდ ნაციონალში გადასვლა ფაქტია .ლოკომოტივის შემოთავაზებაზე უნდა დათანხმებულიყო იმ დროს სიომინი იყო თან .ფაქტია რომ განვითარებაში ხელი ეშლება . ამ მდგომარეობაში დინამო ჯობია 1 წელს ჩაატარებს მაღალ დონეზე და შEმდეგ ევეროპა ისევ .დინამო უნდა დაეხმაროს .
35
14 ოქტომბერი 2020 16:19
10
Xumrobt? Dinamoshi Mahal doneze?
Ttt
14 ოქტომბერი 2020 17:51
0
ნასიონალი კი არა არაბიძე არის შეცდომა
ბაჩი
14 ოქტომბერი 2020 17:33
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული