"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ყველა მწვრთნელი მტყუანი ვერ იქნება, გონებას მოუხმე, მეტი დასაკარგი დრო აღარ დარჩა, 23-ე წელში ხარ უკვე და ვერცერთ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდე!
არ შეიძლება ასეთი ტალანტის გაფლანგვა!
Irakli
15:23 14-10-2020
0
ვახ გიო, გიო!!! ძალიან მინდა, რომ ნორმალურ გუნდში გადახვიდე და კარგი ფეხბურთი ითამაშო!!! რომ არ შეგეძლოს ამას არ დავწერდი!!! კარგი ადამიანი ხარ , მახსოვს ტრუსკოვეცში, სასტუმროში მამას როგორ თბილად ელაპარაკებოდი ტელეფონით !!! წარმატებებს გისურვებ!!!
დათო
15:55 14-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული