"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნიჭთან ერთად გამართლევა სა იღბალი გინდა ასე არ არი ზოგიერთები რომ ფიქრობთ სწორი გუნდი ჭირდება სადაც სისტემატიუეად ითამაშებს შანსი თუ მიხა ლუჩესკუმ ბრვრჯერ გამოიჩინა თავი.ვაისიც რომ გამოდის და ამბობს არაბიძეს შანსი მივეციო და არ გამოიკენა? არ დაუმტკიცა? მეტი რა უნდა გაეკეთებინა ამ ბიჭს ნაკრებში?? მერე რატო სრ იძახებს? ტრამვისნ ფეხბურთელებს რომ ეძახის! არაბიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია მაგრამ შენი ქვეყანა რომ გცერდში არ დაგიდგრბა ევროპელებს საერთოდ რა უნდა მოვთხოვით. კარგით რა
kaxa
14 ოქტომბერი 2020 19:28
7
საუკეთესო ტალანტი იკარგება. თუ სხვაგან ვერ მოიკიდა ფეხი ლოკომოტივში დაბრუნდეს. ჭიაბრიშვილთან გაიზრდება და ლოკოსაც მომდევნო სეზონში სერიოზული წარმატებები ელოდება.
თენგაბი
14 ოქტომბერი 2020 19:03
4
თავიდან ახალი მესსი იქნება არაბიძეო წერდნენ, მერე მთლად მესსი რომ ვერ გამოდგა ახალი ქინქლაძეაო, ეხლა მგონი ჭიჭვეიშვილის შესადარი გახდა
DD_GGG
18 დეკემბერი 2020 02:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული