goal.philenews-ის ცნობით, "ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერები გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვიპროსში გვიან ღამით დაბრუნდნენ. მათ უკვე შეხვდა გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
საბედნიეროდ, თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი გამოტოვა, სერიოზული არ აღმოჩნდა. შაბათს "ანორთოსისი" ჩემპიონატზე "სალამინას" შეხვდება და ოქრიაშვილის ამ მატჩში მონაწილეობა ხვალინდელ ვარჯიშზე გადაწყდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ლეგიონერები გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან და დამღლელი მატჩებისა და მგზავრობის შემდეგ ქეცბაიას მათი მდგომარეობა ადარდებს.