გიორგი აბურჯანია "ჟირონასთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი გამოტოვა და "ოვიედოში" დაბრუნდა.

აბურჯანია დღეს ვარჯიშს შეუდგა და ახალ გუნდში დებიუტისთვის ემზადება. "ოვიედო" 5 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 6 ქულით მე-14 ადგილზეა და 18 ოქტომბერს გასვლაზე "ჟირონას" დაუპირისპირდება.

გიორგი "ოვიედოში" "ტვენტედან" ახლახან გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგად ითამაშა სომხეთთან,ფორმა უნდა აკრიფოს კლუბში.ყველაფერი აქ დიდი ფეხბურთი რომ ითამაშოს, ნაკრებს ნახევარდაცვაში ძალიან ჭირდება ასეთი ფეხბურთელები.აბურჯანია ის ფეხბურთელია ერთ დონეზე შეუძლია ბურთის ართმევა და ბურთის კონტროლი, ასევე ძალიან სახიფათო პასების გაკეთება.თავის თავზე უნდა იმუშაოს და ბევრს მიახწევს, ნიჭი ნამდვილად დიდი აქვს.
ziko
22:58 16-10-2020
0
ოხ როგორ გვჭირდება კარგ ფორმაში აბურჯანია!რამხელა პერსპექტივა და იმედით შევჩერებოდით 4-5 წლის უკან!
გაბო
09:20 16-10-2020
0

სიახლეები პოპულარული