დღეს ქართველმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი.
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის "კაისარი" სტუმრად 0:2-ს აგებდა "თარაზთან", რის შემდეგაც ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. მან მიმდინარე ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
"კაისარი" 17 ქულით მესამე ადგილზეა და 22 ოქტომბერს ყარაგანდის "შახტიორს" უმასპინძლებს.
თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" გასვლაზე 3:5 დამარცხდა "რიზესპორთან". ლობჟანიძე სასტარტოში იყო და მეექვსე წუთზე მისი პასით პაინტსილმა ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე ანკარელები 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მათი გუნდის ფეხბურთელი გააძევა, მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს. საბა 74-ე წუთზე შეცვალეს.
"ანკარაგიუჯიუ" 1 ქულით მეოცე ადგილზეა და 24 ოქტომბერს "ჰატაისპორს" უმასპინძლებს.