კვარაცხელიამ "კრასნოდართან" მატჩში ტრავმა მიიღო - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "კრასნოდართან" გასვლით მატჩში (1:3) ტრავმა მიიღო.

ხვიჩა მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებიდან ყაზანურ გუნდს, აღდგენა ვერ მოასწრო და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როდესაც 0:2-ს აგებდნენ, 58-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა. ამდენი მგზავრობით გადაღლილ ხვიჩას თამაში არ წაუვიდა, თან ტრავმა მიიღო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩამ მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და ვიმედოვნოთ, რომ სერიოზული არაფერი არ სჭირს.

ნამატჩევს სლუცკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ ტრავმამ რამდენად შეუშალა კვარაცხელიას თამაშში
ხელი, რაზეც მოკლედ უპასუხა: "მან ფაქტიურად ვერ ითამაშა. რა თქმა უნდა, ტრავმამ გავლენა იქონია".

alt"მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა..." - ყაზანის "რუბინი" ხვიჩას გოლს გამოეხმაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
იმედია სერიოზული არაფერი.ესღა გვაკლადა! ამის გაფიქრებაც არ მინდა რომ ხვიჩამ 12 ნოემბერს ვერ ითამაშოს!
gabo
20:33 17-10-2020
1
ნუ ღლიცინებთ ზოგიერთები კვარაცხელიაზე. ამდენი პარაზიტი რატომ შემოდის ამ საიტზე?!.
ტარიელი
23:51 17-10-2020
0

სიახლეები პოპულარული