24sports: ქეცბაიას შოუ და "ანორთოსისის" დამაჯერებელი გამარჯვება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" 4:1 მოუგო "სალამინას".

მწვრთნელი თემურ ქეცბაია გაუფრთხილდა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს - მხოლოდ გიორგი ლორია დააყენა სასტარტოში, გიორგი ქვილითაია 56-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგოთა შორის დატოვა. თორნიკე ოქრიაშვილზე გუშინ ყველა კვიპროსულმა სპორტულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ სერიოზული ტრავმა არა აქვს და სათამაშოდ მზადაა, მაგრამ ქეცბაიამ განაცხადშიც არ შეიყვანა და ძალიან კარგადაც მოიქცა.

ჰეთ-თრიკი 30 წლის ბერძენმა თავდამსხმელმა მიხალის მანიასმა შეასრულა (2 გოლი პენალტით გაიტანა), რომელიც ახლახან პოლონური "პოგონიდან" გადაიყვანეს, ერთი გოლი კი ხორვატმა
მცველმა ბრანკო ვრგოჩმა გაიტანა.

როგორც იცით, პრესკონფერენციებზე ნამატჩევს გამოუცხადებლობისა და გამოცხადებისას ჟურნალისტების კითხვებზე არადამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემისათვის ქეცბაია რამდენიმეჯერ დააჯარიმეს და სიტყვაუხვობით არც ამჯერად გამოირჩა. 24sports-ი იტყობინება, რომ თემურმა ოთხიოდ სიტყვა წარმოსთქვა: "ძალიან კარგი. ჩვენ განვიხილავთ". ამის შემდეგ ის ადგა და საპრესკონფერენციო დარბაზი დატოვა.

"ანორთოსისი" ლიდერ "აპოლონს" დაეწია, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 25 ოქტომბერს "აპოელს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები თემურის!
დიტო
18 ოქტომბერი 2020 14:27
1
ქეცბა უფრო მეტს აკეთებს ნაკრებისთვის ვიდრე ვაისი)
ბათუმის ფანი
18 ოქტომბერი 2020 12:07
7
ვაახ თემურ რა მაგარი კაცი ხარ გენაცვალე :დდდ
გიო
17 ოქტომბერი 2020 23:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული