ხოჭოლავამ ტესტი ჩააბარა და "რეალთან" სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
"შახტარის" ფეხბურთელებმა და მათ შორის საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს და ყველა უარყოფითი გამოდგა.

ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ლვოვთან" მოგებულ მატჩში (5:1) შეუცვლელად ითამაშა და "Футбол NEWS"-თან კომენტარიც გააკეთა:

"კარგად ვითამაშეთ და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. გეგმის მიხედვით მეტოქე თავიდანვე საკუთარ კარზე უნდა მიგვეჯაჭვა. დებიუტშივე გვინდოდა გატანა. ვიცოდით, ხანგრძლივ წარუმატებელ მოქმედებებს შეიძლებოდა ნერვიულობა გამოეწვია და თამაში ჩვენთვის სასურველად არ წარმართულიყო. მთავარი ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო, რაც რამდენიმეჯერ გამოგვივიდა. ეს ძალიან კარგია".

21 ოქტომბერს, "შახტარი" ჩემპიონთა
ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მადრიდში "რეალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული