კანკავა და კვეკვესკირი მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებენ?! ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილება

AutoSharing Option
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტსმენებს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრების დატოვება აეკრძალათ. გამონაკლისი მხოლოდ საფეხბურთო კლუბი "ასტანა" და ჰოკეის კლუბი "ბარისი" გახლავთ.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი ლეგიონერების შესახებ, თუ რა ბედი ეწევათ ყაზახეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს.

ჩვენთვის აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ყაზახეთის პრემიერლიგაში საქართველოს ნაკრების 3 წევრი თამაშობს: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე.

მომზადებულია vesti.kz-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 21 /
ასე იცის, როდესაც ფეხბურთელები ძირითადად ესენგეს ქვეყნებში გყავს. მაშინ მეტზე არც უნდა გქონდეს პრეტენზია
rasa
17:12 24-10-2020
0
ისე რა უნდა კანკავას ყაზახეთში?! უკეთეს ლიგას დაამშვენებდა!
მერაბი
09:11 20-10-2020
2

სიახლეები პოპულარული