ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...

AutoSharing Option
საქართველო 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბელგიაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!.. მე პირადად მასთან მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ელაპარაკნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაინტერესებულია ძალიან...

როგორც ვიცი, ამჟამად პრობლემა ის არის, რომ მიქაუტაძეს არ აქვს ქართული პასპორტი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან რომ დარჩა თამაში, იმ შეხვედრაში
გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს მონაწილეობას. მუშაობა ამაზე მიდის..." - განაცხადა "ხიზანამ".

ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ LELO.ge-ს

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა გახდა ერთი პასპორტი მიქაუტაძესთვის,იმდენ ირანელს და თურქს მისცეს მოქალაქეობა
ალეკო
17:43 21-10-2020
3
თუ არის რაიმე საშუალება,აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ.ჯერ ერთი რომ მისი მოყვანით, ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა რამდენიმე წლით მოგვარდება და მეორეც,ის ქართველია.საქართველოს კი,დასაკარგავი შვილები არა ჰყავს.ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით.
სოსო
18:14 21-10-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული