ყაზახეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის "კაისარმა" ალმა-ატიში 2:0 დაამარცხა ყარაგანდის "შახტიორი".
36-ე წუთზე ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ზედ კარის წინ ასხატ ტაგიბერგენს ისეთი გადაცემა გაუკეთა, რომ მას მხოლოდ ბურთის კარში შეგდებაღა დარჩენოდა, ხოლო 55-ე წუთზე ჩვენებურმა თავადაც გაიტანა. მის ანგარიშზეც მიმდინარე ტურნირის 13 მატჩში 7 გოლია.
"კაისარი" 20 ქულით მეხუთე ადგილზეა და 26 ოქტომბერს სტუმრად "ჟეტისუს" დაუპირისპირდება.
ლობჯანიძის დუბლი, ლობჟანიძის საგოლე პასი [VIDEO]