ხოჭოლავა "რეალის" დამარცხებაზე: ვერ წარმოვიდგენდით, თუ პირველ ტაიმს 3:0-ს მოვიგებდით

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ კლუბის ტელევიზიასთან ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" დამარცხებაზე ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ, ბოლომდე ვერ ვათვითცნობიერებთ, რადგან პირადად მე ჯერ სუნთქვა მიჭირს. მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. გასვლაზე მსოფლიოს გრანდს ვძლიეთ. ასე რომ, ემოციები მხოლოდ დადებითია.

დადებითი შედეგის იმედი გვქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ პირველ ტაიმს 3:0-ს მოვიგებდით. გამარჯვებაზე ვფიქრობდით, ამისათვის ვთამაშობთ ფეხბურთს. ლიდერების არყოფნამ ძალიან შეგკვრა, გვესმოდა, რომ მხოლოდ გუნდური თამაშითა და ერთმანეთის თანადგომით მივაღწევდით შედეგს. ვინც მოედანზე ვიყავით, ერთმანეთისთვის ვიბრძოლეთ და ვითმინეთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალე ლომო
irakli
11:44 24-10-2020
0
ძალიან მეეჭვებოდა ხოჭოლავას კლასი, მაგრამ რეალთან რასაც ვუყურე, კვირკველია ხოჭოლავას დუეტი მირჩევნია კაშიას.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული