რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "რუბინმა" გასვლაზე ჩემპიონი და ლიდერი "ზენიტი" 2:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქე გუნდის გამოცდილი მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. თუმცა, რამდენიმე მოწინააღმდეგე მუდამ მისი განეიტრალებით იყო დაკავებული, რაც თანაგუნდელებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ის მწვრთნელმა სლუცკიმ 90+2-ე წუთზე დროის გაყვანის მიზნით შეცვალა.
მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და 26-ე წუთზე ეროხინმა დააწინაურა, მაგრამ 43-ე წუთზე დესპოტოვიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე კი იევტიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამის შემდეგ პეტერბურგელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და კონტრშეტევაზე კინაღამ მესამე გოლი გაუშვეს - ზუევმა ბურთი ძელს გაარტყა.
"რუბინი" 18 ქულით კვლავ მე-9 ადგილზეა და 31 ოქტომბერს "არსენალს" უმასპინძლებს.