ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია - კონფლიქტი ნამატჩევს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ქეცბაია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა ოქრიაშვილის მოქმედებით, მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველმა გიორგიოს მერკისმა შეაჩერა, - იტყობინება 24sports-ი.

larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.

ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ქეცბას აღებული, რო ამდენი თანამემანულე ყავს გუნდში, დღეს ოქრიაშვილი, რო არ მოუსმენს და არ შეასრულებს მის მითითებებს, ხვალ იგივეს სხვა იზამს და საჩემპიონო კი არა მაჩანჩალა გუნდი გახდება და ვის დაბრალდება? ყველას გამოყრიან მანდედან, ოქრო კი ქეცბას უმადლოდეს, რო დღეს ფეხბურთელი ქვია და ნაკრების ძირითადშია.
გოგა
21:53 25-10-2020
0
ამ ოქრიას რა აქვს თავში ავარდნილი ვერ ვხვდები სამადლოდ შეიფარა ქეცბამ ფორმა ააკრეფინა და ჭკუის დარიგებაც არ უნდა მარიაჟა ტრიპაჩი ბურთის უნახავი მოთამაშე. კვარა ჩაკვე შენგელია ეს სამეული უნდა იყოს სასტავში საქ ნაკრებში ოქრი არა ვერცხლი!
ვირო მადლი
21:19 25-10-2020
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული