ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია - კონფლიქტი ნამატჩევს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ქეცბაია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა ოქრიაშვილის მოქმედებით, მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველმა გიორგიოს მერკისმა შეაჩერა, - იტყობინება 24sports-ი.

larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.

ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ბიჭოოო წახვედი ბელგიაში და ვერ ივარგე, წახვედი რუსეთში და ვერ ივარგე, მაგარი კარგი ფეხბურთელი ხარ მაგრამ ხასიათი არ გივარგა ვერსად გაქაჩავ, ჩვეულებრივი მარიაჟა ხარ, ქეცბაიას უნდა ეფერო ან ბათუმში უნდა ჩახვიდე სათამაშოდ ეგ ორი გზა გაქვს. იმედია ჭკუას მოუხმობს.
გიორგი
25 ოქტომბერი 2020 23:14
3
ოქრიმ კომენტარი გააკეთა... არაფერი სერიოზულიოო... ჩვენც ნუღა გავქექავთ დდ
*
25 ოქტომბერი 2020 23:13
0
ქეცბას მეტი სიდინჯე მოეთხოვება, რას გავს ეს პაცნური მოქცევა სქან გუალიფირო?
სააკაძე
25 ოქტომბერი 2020 23:10
18
მსაჯსაც დედას აგინებდა. ეგეთი არც უნდა მიეყვანა გუნდში. ეგეთს სულ თავში ექნება ავარდნილი მე ნაკრებშიც არ გამოვიძახებდი. მით უმეტეს რომ არც ფორმაში არაა. ეგ იცის სელფების სიყვარულმა. მესი და რონალდო არ იგინებიან მოედანზე. ეს რა გახდა ამისთანა.
მათე
25 ოქტომბერი 2020 23:02
3
ძალიან კარგი მწვრთნელია მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრი ესეთია რომ უფრო თავშეკავება და ნერვების მოთოკვა უშლის ხელს ამ კაცს რომ ტოპ მწვრთნელი გახდეს.. ფაქტები ამაზე მეტყველებენ თუნდაც ის რომ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია სანქციებს უწესებს..
ჩორნა
25 ოქტომბერი 2020 22:47
3
სირვხვილია რა ტეხავს ასეთი რაღაც საჯაროდ... გასახდელში მაინც ყოფილიყვნენ. ოქრის აღარ უნდა ეპასუხა. ალბათ ისეთი რეპლიკა უთხრა გააგიჟა კაცი... ქეცბას მადლიერი უნდა იყოს დღეს ასეთ ფორმაში რომ არის და ნაკრებშიც თამაშობს. სადაც წავიდა ყველგან გამოუშვეს მერე უგუნდოდ იყო საერთოდ...
MAXSIMUS
25 ოქტომბერი 2020 22:45
0
ოქრიაშვილს ხო არ მოენატრა უკლუბოდ დარჩენა.ტიპს მართლა დიდი ფეხბურთელი ხო არ გონია თავი?
buxrika
25 ოქტომბერი 2020 22:44
1
ესღა გვაკლდა, იმედია ყველაფერი დალაგდება!!!
დათო
25 ოქტომბერი 2020 22:44
3
კონფლიქტური კაცია. ყველას როგორ ,,ეხიპიშება"...ის რა თავქარიანი ყველამ ვიცით, მაგრამ შენ რომ მწვრთნელი ხარ მეტი თავშეკავება გმართებს. ან დაანებოს თავი ამ საქმეს, თუ სხვაგვარად არ შეუძლია.
კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობა არაა მისი საქმე, მწვრთნელი კარგი პედაგოგიც უნდა იყოს ყველაფერთან ერთად. აი ცხონებული ჟორდანია რომ იყო, ან თუნდაც კლოპი, იცის როდის როგორ მოიქცეს.
xxx
25 ოქტომბერი 2020 22:44
28
ვედეოში ისე ჩანს, რომ შელაპარაკება მოხდა აშკარად, ნუ არასასიამოვნო ფაქტია
და იმედია მოგვარდებიან.
გიგა
25 ოქტომბერი 2020 22:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული