ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია - კონფლიქტი ნამატჩევს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ქეცბაია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა ოქრიაშვილის მოქმედებით, მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველმა გიორგიოს მერკისმა შეაჩერა, - იტყობინება 24sports-ი.

larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.

ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".

ასევე დაგაინტერესებთ