ძირს ოპორტუნიზმი - ქეცბაია და ოქრიაშვილი შერიგდნენ

AutoSharing Option
LarnakaSports-ის ცნობით, "აპოელთან" ნამატჩევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი შერიგდნენ.

გამოცემის მტკიცებით, ქეცბიას მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან მოკლე საუბარი ჰქონდა. მან კმაყოფილება არ დამალა ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვებით, შეგირდებს მოუწოდა ოთხშაბათს ასეთივე შემართებით ითამაშონ "ეთნიკოსთან" და ხვალ დილით ვარჯიშზე დაიბარა.

გასახდელიდან გასვლამდე თემური ოქრიაშვილთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და კონფლიქტი ამოიწურა.

"ანორთოსისი" ფორმაში შედის, ოქროს მედლებისთვის იბრძვის და გუნდში დაპირისპირება მხოლოდ კონკურენტთა წისქვილზე ასხამს წყალს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასე არ ჯობია?
შოკირებული გულშემატკივარი
19:18 26-10-2020
0
ბრავო ქეცბაია.ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეროვნული გუნდისათვის და ყველა ქართველი სასტარტოში დააყენა,რომ 12 ნოემბრისათვის კარგ ფორმაში იყვნენ.
გულშემატკივარი
11:31 26-10-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული