საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "სევილია" დაინტერესდა.
"ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. "რუბინში" ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება.
მისით დაინტერესება "სევილიამ" გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, თუმცა მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში "რუბინი" მას სარფიანად გაყიდის", - განაცხადა ლეფსაიამ "მატჩ პრემიერის" პროგრამა "ინსაიდერში".
ვისაც (ჩემდათავად) ხვიჩას წარმატება არ გაუხარდეს.. (დაასრულეთ)!!
შემდეგ პრესტიჟულობით მოდიან ისტორიულად კარგი გუნდები, მაგალითად ვალენსია და ბილბაო
სევილია ბოლო წლებში გამოჩნდა და უეფას თასის გრანდად უფრო ჩამოყალიბდა ვიდრე ლა ლიგის :)
ძლიერი გუნდია, კარგი იქნება მანდ გადასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრად ძლიერი გუნდი ეკუთვნის ხვიჩას, სადაც განავითარებენ და მჯერა ასეც იქნება. უკეთეს გუნდში გადავა. არც მონდომება და ნიჭი აკლია და არც გადაწყვეტილებები ეშლება, ჯერჯერობით სწორად ვითარდება მისი კარიერა