კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "სევილია" დაინტერესდა.

"ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. "რუბინში" ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება.

მისით დაინტერესება "სევილიამ" გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, თუმცა მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში "რუბინი" მას სარფიანად გაყიდის", - განაცხადა ლეფსაიამ "მატჩ პრემიერის" პროგრამა "ინსაიდერში".

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაც არ უნდა წეროთ და იფილოსოფოსოთ თუ ასე გააგრძელა და სერიოზული ტრავმა არ მიიღო მას რუსეთში აღარ გააჩერებენ.რადგან ბორუსია დაინტერესდა რომელიც ფეხბურთელების ყიდვაგაყიდვით შოულობს დიდ ფულს უკვე ყველაფერი ნათელია.ამასთან რუბინში სასაცილო ხელფასი აქვს და ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით 5-10ჯერ დიდ ხელფასზე თქვას უარი და გაყინულ რუსეთში ირბინოს.ცოტა ტვინი გაანძრიეთ.
ვა რა დონეა
29 ოქტომბერი 2020 16:08
0
მე მგონი ხვიჩას მამა არ აყვება ცდუნებას და მინიმუმ ერტი წელი არსად გაუშვებს იყოს იქ სადაც არის მითუმეტეს სათამაშო დრო და სრული ნდობა აქვს 19 წლის ასაკში ხოდა დაამტკიცოს გაიზარდოს და სევილია კი არა უფრო უკეთესი აიყვანს მისი ფიზიკური კონდინციები ჯერ ლა ლიგისთვის არაა მზად და ჩავესავით ნუ დააჩქარებენ ამ ბიჭს.
vova
26 ოქტომბერი 2020 21:53
0
იქ უნდა იყოს ეს სეზონი სადაც არის,მაგარი მწვრთნელის ხელშია და რაც ყველაზე მთავარია მის ასაკში ენდობა.სამომავლოდ კი სევილია კარგია. როცა წასვლის დრო დადგება ესპანეთი მისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია.
ziko
26 ოქტომბერი 2020 19:40
1
ნეტა რა, მაგარი საცოდაობაა ეს ტალანტი ციმბირში სათამაშოდ
Irakli
26 ოქტომბერი 2020 18:52
4
შეეშვით ამ ბიჭს ნუ-დათარსავთ. დაიწყეს უკვე სევილია ბარსელონა
beqa
26 ოქტომბერი 2020 14:21
2
ამ ეტაპზე ხვიჩასთვის კარგი ვარიანები იკნებოდა; ბორუსია დორტმუნდი, აიაქსი, ლაციო და ატალალტა......
დათო
26 ოქტომბერი 2020 13:56
3
სევილია რა თქმა უნდა მშვენიერი ვარიანტია,მაგრამ ძალიან,ძალიან ადრეა ჯერ ხვიჩასთვის ეგ!! აბურჯანიას მაგალითი გვაქვს! ესპანეთში თუ წავა ლევანტე,ეიბარი,ალავესი ასეთ გუნდებში უნდა წავიდეს საწყის ეტაპზე,თუ თავი წარმოაჩინა მერე ისეც ავტომატურად დაინტერესდება მისით ვალენსია,სევილია და წამყვანი გუნდები.იჯარებით ხეტიალს, დუბლებში ბურთის გორაობას,ჯობია 1სეზონი კიდევ მოიცადოს, მოუმატოს,ხვიცას ჯერ კდიევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი და გასანვითარებელი! წარმატებები ჩვენს იმედს!
გიორგი-ბათუმი 97
26 ოქტომბერი 2020 13:38
5
კარგი აგენტის უმისოდ ტოპ გუნდში ვერ მოხვდება, ეს არის უბრალო ანბანი, ასე რომ ჯერ მეტი ინფორმაცია წაიკითხეთ და მერე დაწერეთ დასკვნები კომენტარის სახით.
ნუკრის
26 ოქტომბერი 2020 13:20
5
xvichas ar schirdeba lefsaias reklama. did klubebs isedac yavt agentebi romlebic dziritad ligebs akvirdebian. darwmunebuli var bevrma klubma mizanshi amoigho da elodebian ramdenad stabilurad ganvitardeba. mtavaria jer rubinshi iyos da matchidan matchamde amtkicos rom vitardeba. mteli kariera win aqvs. ar ichqaro xvicha fizikurad mentalurad da taqtikurad chamoyalibdi da ise wadi rom zamenaze ar ijde arsad warmatebebi.
xvicha
26 ოქტომბერი 2020 12:48
0
არ მოუსმინო აგენტების სისულელეებს.მაგათ თავიანთი მოგება აინტერესებთ,შენ და შენი მომავალი ნაკლებად ადარდებთ.იყავი სადაც ხარ,კარგ მწვრთნელთან და კარგ კაცთან ხარ.ნაკრებთან ერთად ითამაშე ევროპაზე,იქ აჩვენე რაც შეგიძლია და მერე ტოპ ჩემპიონატების ტოპ გუნდებში გადახვალ გარანტირებული სათამაშო დროით.ჯანმრთელობა,ჭკუა,შრომა,შრომა და შრომა.წარმატებები!!!
ნუკრი
26 ოქტომბერი 2020 12:37
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული