გუშინ კვიპროსის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ფამაგუსტის "ანორთოსისმა" ნიქოზიის "აპოელს" 2:0 მოუგო და მასპინძელთა მეკარე გიორგი ლორიამ ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ შეხვედრაში 4 ბურთი აიღო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა.
გიორგისგან ასეთ თამაშს 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ველოდებით...