თორნიკე ოქრიაშვილი: მე მიყვარს თემური

AutoSharing Option
კვიპროსის" ჩემპიონატის მე-8 ტურში "ეთნიკოსის" 1:0 დამარცხების შემდეგ "ანორთოსისის" ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს მატჩის შეფასება სთხოვეს.

მან უპასუხა, რომ რთულ მატჩში იმარჯვეს, თანაგუნდელებს ულოცავს, გულშემატკივრებს კი მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

მას ჰკითხეს, უყვარს თუ არა მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რაზეც ღიმილით უპასუხა: "მე მიყვარს თემური". მოკლედ, ამით "აპოელთან" ნამატჩევს მათ შორის მომხდარი კონფლიქტი ამოწურულია.

თორნიკემ უკანასკნელ შეხვედრაში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "კარმიოტისასთან" ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოქრი დაცხრილეს ინციდენტის შემდეგ! ოქრი ოქროა, ტემურიც, და გავუფრთხილდეთ! და საერთოდ ქართველები ერთმანეთს გავუფრთხილდეთ
Lasha Le Havre
20:31 29-10-2020
0
ჩვენი ფეხბურთელები უნდა მიეჩვიონ დისციპლინას და რეჟიმს. მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ შენიშვნას მოგცემს, მიგითითებს, დაგარიგებს, გასწავლის. ასევე უნდა გადაეჩვივნონ მსაჯთან გაუთავებელ კამათს, ხელის აქნევა და ა.შ.
თენგაბი
20:27 29-10-2020
2

სიახლეები პოპულარული