ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს

AutoSharing Option
"რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ორგზის ჩემპიონმა ლაშა სალუქვაძემ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე metaratings-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- გუშინ ხვიჩაზე ნობელ არუსტამიანის დიდი ფილმი გამოვიდა. უყურეთ?
- დიახ, ყურება დავიწყე. იქ უკვე ისაუბრეს მისადმი დიდი კლუბების ინტერესებზე. გავიგე, მისით "სევილია" და "დორტმუნდი" დაინტერესდნენ.

- ის თავიდანვე შეძლებს ასეთ გუნდებში თამაშს?
- ხვიჩა თავისი ასეთი ტალანტით ყველგან ითამაშებს, მაგრამ მგონია, ჯერ ადრეა მისთვის სადმე წასვლა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ იმავე "სევილიასა" და "დორტმუნდში" შეუძლია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს.

- თავად ხვიჩა ამბობს, რომ "რეალს" აღმერთებს.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს "რეალის" პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ღმერთმა ქნას! თუ სერიოზულად, მას დიდი პოტენციალი გააჩნია. თუ ამ პოტენციალს ბოლომდე გახსნის, აუცილებლად აღმოჩნდება ევროპის ერთ-ერთ დიდ გუნდში. კარგი იქნებოდა მისი "რეალში" ხილვა, მაგრამ მგონია, გული არ დაწყდება, თუ "ბარსელონა" მიიწვევს.

- არუსტამიანს დიდი ფილმი გამოუვიდა. ხომ არ გგონიათ, რომ მედია 19 წლის ბიჭს დიდ ყურადღებას აქცევს, რომელსაც ფეხბურთში ჯერ არაფრისთვის მიუღწევია?
- დიახ, რა თქმა უნდა, მედია დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ მე არ მეშინია, რომ ეს სწორი გზიდან გადაახვევინებს. ფილმი კი მისთვის უფრო მეტად მუშაობის სტიმულია. ეს მასზე არავითარ შემთხვევაში უარყოფითად არ იმოქმედებს.

- საქართველოს ორიოდ კვირის შემდეგ შეუძლია პირველად გავიდეს ევროპირველობაზე. ეს მისთვის კარიერის მთავარი შანსია?
- ეს მთელი ქართული ფეხბურთის უზარმაზარი მიღწევა იქნება. ასე მგონია, ხვიჩა პირველ რიგში ქვეყანაზე და ნაკრებში თავის შანსზე ფიქრობს. ჩვენ მაკედონიასთან გამარჯვების გვჯერა. თუმცა, რაც უნდა კარგად ითამაშოს ხვიჩამ "რუბინში", დიდი კლუბები ფეხბურთელებს უფრო ევროტურნირებსა და ნაკრებში აკვირდებიან. ეს კი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიასთვის პლუსია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული