რუსეთში კვარაცხელიას წარმატება ბევრს აღიზიანებს - მიდი, ხვიჩა, მიდი!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე რუსულ პრესაში ბევრი იწერება. ფეხბურთში ღრმად ჩახედული ჟურნალისტების დამოკიდებულება უმრავლეს შემთხვევაში დადებითია. ნობელ არუსტამიანმა ჩვენებურზე საათნახევრიანი ძალიან საინტერესო ფილმი გადაიღო, რომლიდანაც ნაწყვეტები მედიაში გავრცელდა. ცეცხლზე ნავთის დასხმასავით გამოდგა "რუბინის" ყოფილი მცველის, ლაშა სალუქვაძის ნათქვამი, რომ ხვიჩას
დარი ტალანტი არც საქართველოშია და არც რუსეთში. და როგორც მოსალოდნელი იყო, 19 წლის ქართველის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გულშემატკივრებმა ვერ დამალეს (ამას "რუბინის" ქომაგებზე ვერ ვიტყვით).

გთავაზობთ championat-ზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ "მარგალიტს":

"მორიგი ბლაბლაბლა". აი, როდესაც ევროპაში თუნდაც ტირ2-ის გუნდში
ითამაშებს, შემდეგ ვილაპარაკოთ".

"უნდა ჩავწვდეთ ქართველთა მენტალიტეტს. ისინი ყველანი თავადები არიან, ყველაზე მამაცები, ყველაზე ძლიერები. ტყუილად კი არ თქვა მათზე ლერმონტოვმა: "გარბოდნენ მხდალი ქართველები".

"რა მოსკოვში და რა თვით ბაღდადში, მისნაირი მხოლოდ სამი ცალია".

"რა ბაღდადში, ქაბულშიც კი".

"მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის ნულოვანი. მეტ-ნაკლებად სერიოზულ ჩემპიონატში მოედნის ცენტრამდეც ვერ მიირბენს".

"სტატისტიკის" ჩვეულებრივი დრიბლიორი".

"ვინისიუსი ნომერი 2".

"არ შეაქებ - ვერ გაყიდი".

"10 წლის წინ ანანიძეზეც იმავეს მღეროდნენ და სადაა ახლა და რას მიაღწია?"

"აგენტები ხვიჩას "ზენიტში" გასაყიდად ნიადაგს ამზადებენ. რაც მეტია ხმაური, მით მეტი ფულის გაკეთება შეიძლება".

"ქართველი მესია, რა".

"ევროპა, რიგში ჩადექი".

"სასაცილოა და მხოლოდ. მირზოვის კოპირებაა. ცოტა სისწრაფეში გააჩნია უპირატესობა, თუმცა დრიბლინგი აქვს აბდაუბდა. კარში დარტყმაზე საერთოდ არაფერს ვამბობ".

იმედია, არაკეთილმოსურნეებს, ცინიკოსებს, კრიტიკოსებსა და მათდაგვარებს ხვიჩა პასუხს მოედანზე გასცემს და კარგ ევროპულ გუნდშიც გადავა. მას ეს შეუძლია, ამისათვის მხოლოდ ცოტა იღბალი და დრო სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ესეიგი ამ ბიჭს განიხილავენ როგორც უკვე ჩამოყალიბებულ სტაჟიან ფეხბურთელს, თხოვენ ისეთ დონეზე თამაშს როგორც კრიშიანო , როგორც მესი, და ასე შემდეგ.. / ხალხო , გინდ რუსი იყავი და გინდ ქართველი ეს ბიჭი არის სულ რაღაც 19 წლის და ეს სეზონია რაც ასე სტაბილურად თამაშობს, ჯერ ასე ვთქვათ პრაქტიკას იღებს, გამოცდილებას იძენს,! რა გჭირთ? რატო უნდა ბრაზდებოდე , ნორმალური ადამიანი ვერ ვხვდები. შენთვის უცნობი ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი ფეხბურთს კარგად თამაშობს და შენ გული გისკდება, ავადმყოფი თუ არ ხარ ეს არ უნდა გემართებოდეს ადამიანს!
Vasili
30 ოქტომბერი 2020 02:04
0
გეთანხმები და ერთს დავამატებ, მათ ფეხბურთი არ უყვართ.
100%
30 ოქტომბერი 2020 03:05
0
ვინც რუსული ენა კარგად იცის და რუსების კომენტარებს კითხულობს სოციალურ ქსელებში, ეს არ გაუკვირდება. ე.წ. "ბრატსკი ნაროდ"-ის წარმომადგენლები დღე და ღამე ქართველებს და უკრაინელებს ლანძღავენ და აგინებენ. ნორმალური რუსი არ არსებობს.
ქ. გ.
30 ოქტომბერი 2020 04:39
17
ვენაცვალე ხვიჩას,რო არ ვარგოდეს ამდენს არ იყაყანებდნენ,ბევრჯერ დასჯის მაგათ!!!
imeri.
30 ოქტომბერი 2020 08:46
0
ეს არაფერი, ვინმეს მოეწონება, ვინმეს არ მოეწონება. ეს თანხვედრი მოვლენაა, ამან უნდა გააძლიეროს და ყველას უნდა დაუმტკიცოს რომ მაგარია. ასეა ცხოვრება მოწყობილი, ყველაფერს ნახავ ადამიანი, გვერდში დგომასაც და ღალატსაც. მთავარია რომ არ გატყდე და იბრძოლო ბოლომდე, რამდენი წაიქცევი, იმდენი უნდა ადგე.
ატლანტამ მხრები გაშალა
30 ოქტომბერი 2020 10:13
0
ტყუილად ხომ არ თქვა დიდმა ვაჟამ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"-ო.
ჰავლაბრელი ტიღუა
30 ოქტომბერი 2020 11:42
1
ჯერ არაფერს არ წარმოადგენს. ითამაშოს მაღალ დონეზე და მერე ვიტრაბახოთ ქართველებმა. ამ ეტაპზე ბევრი არაფერი
გენა
30 ოქტომბერი 2020 12:36
12
ხალხო,ტვინნაღრძობი საქართველოში ცოტა გვყავს,რუსეთიდან რომ არ გადმოიტანოთ სულელების ნალაპარაკები?ან ამათ ფონზე რამდენი აქებს ხვიჩას თამაშს ან საერთოდ რამდენი გუშემატკივარი ჰყავს ქართულ ფეხბურთს რუს,მით უფრო ძველ გულშემატკივრებში,დათვალა ვინმემ?ისინი რა ,რუსები არ არიან?ან ის მირზოვი,მას რომ ადარებენ,რუსია?ან იქნებ ჯიქიაა,მართლაც რუსი?ლერმონტოვის დიდი მცოდნე არა ვარ და რაც წამიკითხავს,დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული.ნამდვილად არ მახსოვს,რომ სადმე შემხვედროდეს მის ნაწარმოებებში ასეთი ფრაზა,"გარბოდნენ მხდალი ქართველები",სამაგიეროდ,რამდენიმე თვის განმავლობაში სპორტული საიტების გვერდებზე დადებული იყო წიგნის რეკლამა"გარბოდნენ მამაცი ქართველები" და გარე ყდაზე სურათით,მიხეილ სააკაშვილი,პირში ჩადებული,დაჯენჯილი ჰალსტუხით.ლერმონტოვს ასეთი ფრაზა ნახმარი "დემონში""ბეჟალი რობკიე გრუზინი"გარბოდნენ მოკრძალებული ქართველები.შესაძლოა მოკრძალებული გადავთარგმნოთ,როგორც მხდალი?არ ვიცი,ეს უკვე იმის საქმეა,ვინც ეს პოსტი გადმოთარგმნა,მაგრამ იქაც კი ლაპარაკია იმაზე,რომ ხეობაში მიმავალ,მშვიდობიან ქარავანს თავს დაესხნენ ჩასაფრებული მთიელები და და მაღლიდან დააყარეს ტყვია.ასეთ შემთხვევებში ჩრდილო კავკასიის დაპყრობის დროს,მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.ისინიც ცდილობდნენ გაქცევას,მაგრამ გასაქცევი არ იყო.უამრავი საბჭოთა ჯარისკაცი ასევე დაიღუპა ავღანეთის ხეობიან ტერიტორიაზე,როცა მაღლიდან გესვრიან და არც საფარი გაქვს და ვერც მტერს სწვდები.ასე რომ მშვიდობიანი მექარავნეებისაგან გაქცევა,გასაოცარი ნამდვილად არ არის და ეს სიტყვები,თვითონ მისი დამწერის გაუნათლებლობაზე მეტყველებს.არც მხარდაჭერა და არც კრიტიკა კვარაცხელიას მიმართ,გასაოცარი არ არის,მაგრამ თქვენი გამკვირვებია ადმინ,ხომ ცხადია,რა რეაქცია ექნება ამ სტატიას და რა მიზნით გამოაქვეყნეთ?ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ?მაშინ მისი მხარდაჭერების შესახებაც გამოუშვით სტატია.სხვათა შორის ხვიჩა, მართლაც ძალიან პერსპექტიული და ჭკვიანი ბიჭია და შესანიშნავად იცის,რომ ჯერ არც არაფერი დაუმტკიცებია და ყველაფერი უზარმაზარ შრომაზე გადის.ის ჩვენი დონისთვის არის უკვე შემდგარი ფეხბურთელი,თორემ ევროპაში ჯერაც იმედის მომცემთა კატეგორიაში გადის და იმედია,ამ იმედს გაამართლებს.ყოველ შემთხვევაში მისი საქმისადმი დამოკიდებულება,ამის იმედს გვაძლევს.
პ.ს. თავის დროზე,მიხეილ მესხი,ქართველმა მავანმა ჩინოვნიკმა და მისმა წრემ აიძულა ფეხბურთიდან წასულიყო.მისი დრიბლინგი მოძველებულია და გუნდისათვის სარგებლობა არ მოაქვსო.აი მიხეილ მესხი,მართლაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავი იყო და არც რუსებმა დააკლეს ხელი,მაგრამ სწორედ ქართველმა ჩაძირა.კრიმინალისა არ იყოს,სიბრიყვესაც ეროვნება არ გააჩნია.
სოსო
30 ოქტომბერი 2020 14:10
1
რა თქმა უნდა ხვიჩას დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ მე მგონი ქართველებს ზედმეტი წარმოდგენა გვაქ, გადახედეთ აიაქსის, პსვ და თუნდაც გერმანიის ან პორტუგალიის კლუბებს იქაც ბევრ 19-20 წლის ბიჭს აღმოაჩენთ შესანიშნავი დრიბლინგებით. ხვიჩას დიდ კონკურენციაში მოუწევს გზის გაკვალვა. აუცილებლად ტოპ გუნდებში თუ არა არ მგონია ვალენსიას ან თუნდაც ჰოფენჰაიმის გუნდში გადასვლა იყოს ურიგო. უბრალოდ ქართელებს იმდენად მოგვენატრა ნორმალური ფეხბურთელი რომ ჩვენთვის მესიცაა და პელეც, მაგრამ სინამდვილეში ჯერ ჯერობით კარგი მონაცემების ერთი ჩვეულებრივი ბიჭია და მისი მსგავსებით სავსეა ევროპული საშუალო კლუბები. ისე ვინიციუსი რასაც აკეთებს იგივეს ხვიჩაც იზავს და ოქრიც.
semi
30 ოქტომბერი 2020 11:40
3
მთლად მასე არ არის საქმე, ხვიჩას ფანები მთელ რუსეთში ყავს, არა მარტო კაზანში.ბევრგან ხალხი მის საყურებლად დადის.კრიტიკით რუსი ფანები თავიანთ ფეხბურთელებსაც არ ინდობენ.დიდი წარმატება ხვიჩას
რობი
30 ოქტომბერი 2020 11:03
1
ეგ არაფერი, მესის გულშემატკივრების უმეტესობა ქრიშტიანოს აგინებს და პირიქით, მე პირადად მესი მირჩევნია მაგრამ, ორივე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები არიან!

პ.ს. რაც შეეხება ლერმონტოვს, შვაბრა, რომ იყო იმიტომაც გაუხვრიტეს შუბლი!
წარმატებები ხვიჩას!
30 ოქტომბერი 2020 10:41
1
ხვიჩა თითქმის რუსეთის ჩემპიონატის ყველა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა რომელსაც სპეციალისტები ადგენენ,რუსულ საიტებზე უმეტესობა აქებს რათქმა უნდა მოწინააღმდეგე გუნდის ფანატები არ წყალობენ მაგრამ გუშინ მთელი დღე რუსულ საიტებზე წერდნენ როგორი სერიოზულობით არის დაინტერესებული დორტმუნდის ბორუსია გერმანიის ტოპ კლუბი.ათეული წლებია ქართველი ფეხბურთელით არც ერთი ტოპ კლუბი არ დაინტერესებულა და იმის მაგივრად რომ გიხაროდეთ სულელურ კომენტატებს აკეთებთ.ეტყობა ვერა ხართ თქვენ მატორზე.
ვა რა დონეა
30 ოქტომბერი 2020 14:20
0

სიახლეები პოპულარული