საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე რუსულ პრესაში ბევრი იწერება. ფეხბურთში ღრმად ჩახედული ჟურნალისტების დამოკიდებულება უმრავლეს შემთხვევაში დადებითია. ნობელ არუსტამიანმა ჩვენებურზე საათნახევრიანი ძალიან საინტერესო ფილმი გადაიღო, რომლიდანაც ნაწყვეტები მედიაში გავრცელდა. ცეცხლზე ნავთის დასხმასავით გამოდგა "რუბინის" ყოფილი მცველის, ლაშა სალუქვაძის ნათქვამი, რომ ხვიჩას
დარი ტალანტი არც საქართველოშია და არც რუსეთში. და როგორც მოსალოდნელი იყო, 19 წლის ქართველის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გულშემატკივრებმა ვერ დამალეს (ამას "რუბინის" ქომაგებზე ვერ ვიტყვით).
გთავაზობთ championat-ზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ "მარგალიტს":
"მორიგი ბლაბლაბლა". აი, როდესაც ევროპაში თუნდაც ტირ2-ის გუნდში
ითამაშებს, შემდეგ ვილაპარაკოთ".
"უნდა ჩავწვდეთ ქართველთა მენტალიტეტს. ისინი ყველანი თავადები არიან, ყველაზე მამაცები, ყველაზე ძლიერები. ტყუილად კი არ თქვა მათზე ლერმონტოვმა: "გარბოდნენ მხდალი ქართველები".
"რა მოსკოვში და რა თვით ბაღდადში, მისნაირი მხოლოდ სამი ცალია".
"რა ბაღდადში, ქაბულშიც კი".
"მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის ნულოვანი. მეტ-ნაკლებად სერიოზულ ჩემპიონატში მოედნის ცენტრამდეც ვერ მიირბენს".
"სტატისტიკის" ჩვეულებრივი დრიბლიორი".
"ვინისიუსი ნომერი 2".
"არ შეაქებ - ვერ გაყიდი".
"10 წლის წინ ანანიძეზეც იმავეს მღეროდნენ და სადაა ახლა და რას მიაღწია?"
"აგენტები ხვიჩას "ზენიტში" გასაყიდად ნიადაგს ამზადებენ. რაც მეტია ხმაური, მით მეტი ფულის გაკეთება შეიძლება".
"ქართველი მესია, რა".
"ევროპა, რიგში ჩადექი".
"სასაცილოა და მხოლოდ. მირზოვის კოპირებაა. ცოტა სისწრაფეში გააჩნია უპირატესობა, თუმცა დრიბლინგი აქვს აბდაუბდა. კარში დარტყმაზე საერთოდ არაფერს ვამბობ".
იმედია, არაკეთილმოსურნეებს, ცინიკოსებს, კრიტიკოსებსა და მათდაგვარებს ხვიჩა პასუხს მოედანზე გასცემს და კარგ ევროპულ გუნდშიც გადავა. მას ეს შეუძლია, ამისათვის მხოლოდ ცოტა იღბალი და დრო სჭირდება.