"გვაცალეთ ჩვენს ნაძვის ხეზე ამ ძვირფასი სათამაშოს ყურება!" - რუსი სპეციალისტები ხვიჩას აფასებენ

AutoSharing Option
"ხვიჩა - ეს რუსეთის პრემიერლიგის ნაძვის ხის ყველაზე კარგი სათამაშოა. ყაზანური გუნდის ფეხბურთელის აქტივი იზრდება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მის გაყიდვას არ ჩქარობენ. მაინც რამდენი ღირს კვარაცხელია? ახლა "რუბინში" რუსეთის ტოპ-კლუბებისა და ევროპის გუნდებისათვის ყველაზე "გემრიელი ლუკმა" თამაშობს. 19 წლის ქართველი ბიჭუნა გლიჯავს ლიგას თავისი დრიბლინგით. მის გამო უყურებენ ნეიტრალური გულშემატკივრები ყაზანური გუნდის თამაშებს", - წერს kazanfirst-ი და ხვიჩაზე სპეციალისტების მოსაზრებას აქვეყნებს.

ბორის იგნატიევი (რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი):

"მე მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ სხვა რამ მსურს ვთქვა. სწორედ ახლა კ
არგად არ მესმის, როდესაც ასეთ კითხვას სვამენ: "რამდენად უნდა გაყიდონ ხვიჩა?". ის ჩვენ გვჭირდება, რუსეთის ჩემპიონატს სჭირდება. გამოდის, რომ ფეხბურთელს იმისათვის ვამზადებთ, რათა ევროპაში ყველამ გაიხაროს. აი, ვნახეთ ჩვენი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე და რა?

შემდეგ სლუცკის ჰკითხავენ: "რატომ მარცხდება გუნდი?", ის კი უპასუხებს: "ხვიჩა გავყიდეთ". რატომ? რა თქმა უნდა, კარგი და ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ჯერ ათლეტური მონაცემები არ ჰყოფნის. მე ცუდად წარმომიდგენია, მაგალითად, ის იტალიაში. თანაც, ჩვენ მენტალობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს - ორჯერ შეაქებს ჩერდანცევი და გვგონია, რომ ვარსკვლავია. გავიმეორებ, ჯერ მინდა ის აქ ვნახო. არ მინდა უფერული ფეხბურთის ცქერა. მსურს ნაძვის ხის სათამაშოს ვუყურო. ხვიჩა ეს სწორედ ის სათამაშოა ნაძვის ხეზე. ხვალ-ზეგ "რუბინის" თამაშზე წავალ, რადგან იქ კვარაცხელიაა. და მარტო მე კი არა. მის გარეშე მე არ წავალ მესამე წყალსატუმბიდან სიდოროვის საყურებლად, ჩვენ კაშკაშა მოთამაშეები გვჭირდება.

გაჯი გაჯიევი (რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი):

მე ვფიქრობ, სლუცკი ის ადამიანია, რომელსაც საგანი ესმის. იცის, რაა გუნდი. ეს ცოცხალი ორგანიზმია. მას შეუძლია ავად გახდეს, დაინფიცირდეს. როდესაც ვინმე მიდის, ეს ადვილი პროცესი არაა.  ხვიჩას ყველაზე ძლიერი თვისება დრიბლინგია. ვერ ვიტყვი, რომ ამ ასპექტში სრულყოფილებას ვერ მიაღწია. ვერ აიძულებ მას უკეთ მოატყუოს მეურვე, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად ფეხბურთელი უფრო გონიერი ხდება. სისწრაფე და კოორდინაცია, სათამაშო აზროვნებისაგან განსხვავებით სრულყოფილებას არ იძენს. ის კარგად იცვლის მიმართულებას, სიმყარეს ინარჩუნებს. აზროვნება შეიძლება დაუმატოს - როდის და სად მისცეს პასი. არავინ იცის, სად არის მისი ზედა ზღვარი - არც მე, არც სლუცკიმ, არც გვარდიოლამ. მოახდენს კი ყველაფრის რეალიზაციას, რაც მასში ჩადებულია - ეს საკითხავია.

პუშკინიც ყოველ წელს არ წერდა "ევგენი ონეგინს". უნდა წახვიდე იქ ან დარჩე, სადაც თვითგანვითარებისათვის მეტი ვარიანტებია და არა იქ, სადაც მეტს გადაგიხდიან. ხვიჩა თავისას კიდევ გამოიმუშავებს.

მე ვაფასებ ფეხბურთელს იმ თვისებების მიხედვით, რომლებიც მას განსაზღვრულ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს. მას გააჩნია ხარისხი, რომელმაც ნებისმიერ ევროპულ კლუბში თამაშის საშუალება უნდა მისცეს, მაგრამ საჭიროა ფეხბურთელის ფსიქიკას ვიცნობდეთ. რამდენად მყარია. შეუძლია თუ არა გაუძლოს კონკურენციას? 20-25 მილიონი, რომელსაც მასზე ამბობენ, ზღაპრული ფასი არ არის. "ანჟიში" ბევრი ფეხბურთელი გავსინჯეთ. ბრაზილიურ "სანტოსში" ერთი ბიჭი მოგვეწონა. ჩვენ გვითხრეს, რომ 35 მილიონი ღირდა. ბუნებრივია, ასეთი ფული არ გვქონდა. ის ნეიმარი იყო. საფეხბურთო ბაზარი რომ უკეთ გვცოდნოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით 225 მილიონად გაიყიდა, შეგვეძლო აგვეყვანა. ასე რომ, 20-25 მილიონი ფეხბურთელში გიგანტური თანხა არ არის. ბელგიაში მწითური ბიჭუნა ვნახეთ, დარბოდა იქ. ის კევინ დე ბრუინე იყო, რომელიც 3 მილიონი ღირდა, მაგრამ ის 3 მილიონიც არ გვქონდა".

დენის ბოიარინცევი (ნოსტასა და კამაზის ყოფილი მწვრთნელი):

"ვფიქრობ, ხვიჩაში 20 მილიონი ჯერ გადაჭარბებულია. დიახ, კარგი ბიჭია, ტექნიკური, სწრაფი. ჯერ კიდევ "სოჭისთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად  დავასახელე. რუსეთის ჩემპიონატზე უკვე წარმოაჩინა თავი. "რუბინში" საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინა. თუმცა, თუ წახვალ, ძლიერ გუნდში უნდა წახვიდე. ასაკი ჯერ კიდევ აძლევს ამის საშუალებას. ჩემი აზრით, ყაზანში როგორც მინიმუმ ზაფხულამდე უნდა ითამაშოს. ნაადრევად ბევრი ავანსის გაცემა საჭირო არ არის, მაგრამ თუ წავა - მხოლოდ ევროპაში".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩას ფასი მერე იკითხეთ თქვენ, ბაბუცა პატარაიაც რომ აღიარებს...
მ.ტ.
13:32 31-10-2020
1
სამივე რესპოდენტი,ფეხბურთში კარგად ერკვევა და საინტერესოა მათი მოსმენა.ვფიქრობ საიტს,პირდაპირ ასეთი ხალხის აზრები რომ გამოაქვეყნებინა,ვიღაც კრეტინების პოსტების ნაცვლად,გაცილებით უკეთესი იქნებოდა.ზაფხულამდე რუბინში დარჩენის აზრს,მთლიანად ვიზიარებ.სლუცკი მასთან ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და თანმიმდევრულად უვითარებს სხვადასხვა უნარებს.ეს ყოველ თამაშში იგრძნობა და ძალიან სასარგებლოა ხვიჩასთვის.სეზონის ბოლოს,მას უკვე საკმარისი ფიზიკური,ტაქტიკური,ტექნიკური და მენტალური მომზადება ექნება,ევროპის ნებისმიერ გუნდში სათამაშოდ და ძირითადში ადგილზე კონკურენციისათვის.
სოსო
12:10 31-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული