ლორიასა და ოქრიაშვილის გარეშე "ანორთოსისმა" გალიდერების შანსი დაკარგა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში "ანორთოსისი" გასვლაზე "კარმიოტისასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა და ერთპიროვნულად გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ არ გარისკა და წინა შეხვედრის მოთელვისას ტრავმირებული გიორგი ლორია განაცხადში არ შეიყვანა. ასევე ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა დისკვალიფიცირებულმა თორნიკე ოქრიაშვილმა. თემურმა  გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე ქვილითაიამ სამიოდ მეტრიდან ააცილა თავურით ბურთი კარს, 72-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელი გააძევა.

"ანორთოსისი" 20 ქულით მე-2 ადგილზეა (ამდენივე ქულა, ოღონდ ბურთების უკეთესი შეფარდება
აპოლონს აქვს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 ნოემბერს ლარნაკას აეკ-ს შეხვდება, იქამდე კი 4 ნოემბერს თასზე "პაფოსს" უმასპინძლებს.

პაფოსი. "სტელიოს კირიაკიდესი"
კარმიოტისა - ანორთოსისი 1:1
გოლები: 1:0 სასი (62), 1:1 მიჩა (67)
გაძევება: ჰაჯივასილისი (72, კარმიოტისა)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ მიაწერთ ახლა რაღაცეებს ქეცბაიას. ალბათ არ იყო მზად და არ ათამაშა. აბა უთამაშებელი ფეხბურთელი ჯობია ნაკრებისთვის?
ივან
19:29 02-11-2020
0
ქეცბაიაზე მაგარი ქართველის...
Zaza
03:20 02-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული